ბრენდის გზა: დაბადებიდან დღეგრძელობამდე
💥აზროვნების აკადემია და onlineacademia.ge წარმოგიდგენთ online კურსს ➡️ ბრენდის გზა: დაბადებიდან დღეგრძელობამდე.
🗣ბრენდი ადამიანია. ბრენდი იბადება, იზრდება, შედის ზრდასრულობაში და კარგი მართვის პირობებში ის ადამიანებზე დიდხანს ცოცხლობს ან უკვდავია. ადამიანსა და ბრენდს შორის განსხვავება მხოლოდ ეს არის.
📚კურსი მოიცავს ლექციებს, რომელთა საშუალებითაც მიიღებთ ინფორმაციას ბრენდის ცხოვრების, ბიზნესში მისი სტრატეგიული მნიშვნელობის, მისი შენებისა და მართვის საკითხების შესახებ. ვიდეო-ლექციებით სარგებლობასთან ერთად, საშუალება გექნებათ ჩაერთოთ ინტერაქციულ შეხვედრებში Zoom-ის პლატფორმაზე და უშუალოდ კურსის ხელმძღვანელისგან მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. კურსის საშუალებით, თქვენ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამთ იდეაზე დაფუძნებული, თანმიმდევრული, მიზანმიმართული ბიზნესის შენებისთვის.
👤კურსს გაუძღვება სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE – ის დამფუძნებელი და ბრენდინგის კონსულტანტი – ალექსი ჩიქოვანი.
📝კურსი მოიცავს: 15 ვიდეო-ლექცია + 3 ინტერაქციული შეხვედრა Zoom-ის პლატფორმაზე;
⏳დასაწყისი: 22 ივნისი;
🖥Zoom-ში შეხვედრები გაიმართება ორშაბათობით, 20:00 საათზე;
🔖ღირებულება: 385 ლარი რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს 👉 shorturl.at/cdszZ
📞დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 131 893