ვერთიანდებით დავით ანდღულაძისთვის

🗓 - 29 June
⏳ - 9:00
📣 ვერთიანდებით ჩვენი საუკეთესო პედაგოგის, ფსიქოლოგ დათო ანდღულაძის დასახმარებლად!
✨ დავით ანდღულაძე – ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი, აზროვნების აკადემიის ლექტორი, საკვირაო სკოლის პედაგოგი და დაარსებიდან ჩვენი დიდი თანამოაზრე და გულშემატკივარია.
დათო კეთილშობილების, სულგრძელობის, საქმისადმი თავდადების, პროფესიონალიზმის მაგალითია, მისი სიკეთე და სიმშვიდე გადამდებია უამრავი ადამიანისათვის, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჰაერივით მნიშვნელოვანი და საჭიროა.
🙏ასეთ ადამიანს დღეს ჩვენი დახმარება სჭირდება.
23 მაისის ღამით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან მალევე, ველოსიპედით მიმავალ დავითს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა. დათოს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია კისრის მალებზე, დაზიანებული აქვს ზურგის ტვინი, ფილტვი, გატეხილი აქვს ნეკნები, აქვს მრავლობითი მოტეხილობები.
ახლა დავითს ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობა სჭირდება, რისთვისაც მისი საზღვარგარეთ გამგზავრება და, შესაბამისად, თანხებია საჭირო.
🙏 ჩვენს ლექტორებთან ერთად ვიწყებთ საქველმოქმედო კამპანიას დავით ანდღულაძის დასახმარებლად. აზროვნების აკადემიის ფეისბუქ გვერდზე Live ფორმატში შემოგთავაზებთ ჩვენი ლექტორების ლექციებს სხვადასხვა საინტერესო თემაზე. ლექციები განთავსდება უფასოდ, თუმცა კონკრეტული, დიდი და კეთილი მიზნით, ამიტომ, გთხოვთ, ჩაერთოთ კამპანიაში და დავეხმაროთ, ვისაც რითი შეგვიძლია.
🎯 ლექციებს წარმართავენ :
რეზო კორინთელი
მარინა კაჭარავა
ზურა მხეიძე
ნათია ფანჯიკიძე
ლევან გიგინეიშვილი
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
გიორგი კეკელიძე
დათო ტურაშვილი
ანდრო დგებუაძე
თამარ გაგოშიძე
გურამ მეგრელიშვილი
რამაზ საყვარელიძე
ზაზა შათირიშვილი
ნინო ბუაძე
დაჩი ფაჩულია
ალექსი ჩიქოვანი
ანა ღვინიანიძე
პაატა პაპავა
ირინე ტაბუციძე
ნინი ელბაქიძე
ნინო კანდელაკი
ლელი ყიფიანი
მანანა ჯორჯიაშვილი
არჩილ გამზარდია
ეკა ნინოშვილი
#GE67TB7019045069600001
მიმღები : კონსტანტინე ანდღულაძე
#GE04BG0000000125920900
მიმღები: სოფიო ანდღულაძე
დანიშულება: დათოსთვის
რეგისტრაცია

რეგისტრაცია