ვაკის ფილიალი – Preschool- სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი

🗓 - 15 დეკემბერი
⏳ - 3:30

✨ 1 დეკემბრიდან აზროვნების აკადემია ბავშვებისთვის ახალ პროექტს იწყებს!

🌼 PRESCHOOL – სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი 5-6 წლის ბავშვებისთვის.

🌟 სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი მიზნად ისახავს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ანალიზს. დაგეგმილი აქტივობები ბავშვის აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების, წარმოსახვის, ნებელობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შემეცნებისა და ზოგადი ცოდნა წარმოდგენების, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარების ხელშემწყობია.

🌟 შემოქმედებითად მრავალფეროვანი სავარჯიშოები ასევე მოიცავს კოგნიტურ, ფუნქციონალურ, კონსტრუქტულ, სიმბოლურ თამაშებს, რომელიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.

🌟 ბავშვებს უნვითარდება უნარები რომელიც დაეხმარებათ სკოლაში მიწოდებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ ათვისებაში, უცხო გარემოში მარტივად ადაპტაციაში. უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

🌟 ბავშვის ქცევაზე დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე, მშობლებთან პერიოდულად განხორციელდება საკონსულტაციო შეხვედრები.

🔹 შეხვედრებს გაუძღვება – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე.

🕗 5-6 წლის ასაკისთვის შეხვედრები გაიმართება კვირას, 15:30 სთ-ზე

⌛ ხანგრძლივობა: 1სთ. და 30წთ.

✔ სხვა პროექტები მოზარდებისათვის:

💡 აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლა 5-17 წლამდე მოზარდებისათვის ▶ https://bit.ly/32aZtzB

✨ პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის განვითარების კურსი ▶ shorturl.at/szACV

🎨 არტ-თერაპია ბავშვის პიროვნული განვითარებისთვის ▶ https://goo.gl/56wq7d

👥 ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

🔖 ფასი – თვე (4 შეხვედრა) – 155ლ.
🔖 ერთიანად გადახდის შემთხვევაში – 825ლ. (7.5 თვე)
🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება
🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.

📝მისამართი: ბარნოვის 92 (სასტუმრო Best Western)
☎ სხვა ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 📞 555 19 13 63
📞558 545 525

რეგისტრაცია

რეგისტრაცია