„წარმატება 21-ე საუკუნეში: ახალი პროფესია 40-ის შემდეგ“ – სალონური საუბრები

🗓 - 11 November
⏳ - 8:00
🌟 სალონური საუბრები თემაზე: „წარმატება 21-ე საუკუნეში: ახალი პროფესია 40-ის შემდეგ“
✅ შეხვედრას გაუძღვება ალექსანდრე ჯეჯელავა

📌 დასაწყისი 11 ნოემბერს 20:00 საათზე

👉 პროფესიული ცხოვრების მეორე სერია (საქმიანობა 40-ის შემდეგ) შუა ხნის პერიოდი ყველაფერს ცვლის ადამიანის ცხოვრებაში. რაც მთავარია, იცვლება ფუნდამენტური ორიენტირები – ვისთვის ან რისთვის ვცხოვრობთ? რა კვალი გვინდა დავტოვოთ? როგორ ხალხთან გვინდა ურთიერთობა? ამ ეგზისტენციალურ საკითხებთან ერთად, ძალიან ხშირად, წინა პლანზე მოდის ახალი საქმიანობის ან, სულაც, პროფესიის საკითხი.

ამავე დროს, უკვე მიღწეული სტატუსი, პროფესიონალიზმი, სანაცნობო ქსელი “აქტიურად ეწინააღმდეგებიან” ფუნდამენტურ ცვლილებას ჩვენში. ამას ისიც ემატება, რომ 21-ე საუკუნეში წარმატებული ადამიანი, თურმე, საშუალოდ, 6-ჯერ შეიცვლის პროფესიას. შესაბამისად, ყველას გვაქვს საფიქრალი “იქ ვდგავართ, თუ არა”, სადაც უნდა ვიდგეთ პროფესიული თვალსაზრისით. აზროვნების აკადმიის მორიგ სალონურ საუბარში ვისაუბრებთ რატომ ტოვებს ნაცად პროფესიულ ბილიკებს უმარავი ადამიანი და რატომ იწყება ჩვენი გმირის კიდევ ერთი მოგზაურობა ახალ, საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამყაროში.

💻 შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატში ZOOM-ის მეშვეობით

▶ მისამართი: თ. იოსებიძის 57

📌 საფასური – 40 ლ.

📌 სტუდენტებისთვის – 20 ლ.

☎ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია

რეგისტრაცია