„სტრესი და ფსიქიკური ჯანმრთელობა” – ზურა მხეიძის Online-ლექცია

🗓 - 27 March
⏳ - 9:30

#დარჩისახლში, გამოგვიგზავნე კითხვები და მოისმინე Online-ლექცია და პასუხები აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებისგან.

 

🔰 27 მარტს, პარასკევს 21:30სთ-ზე გაიმართება ფსიქოლოგ ზურა მხეიძის Online-ლექცია, თემაზე – “სტრესი და ფსიქიკური ჯანმრთელობა”.

 

🔷 ლექციის ფორმატი:

 

🔹 პოსტის კომენტარებში დაწერეთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალური კითხვები თემის გარშემო.

 

🔹 კითხვების მიღება ხდება ხუთშაბათს 4სთ-მდე.

 

🔹 პარასკევს 21:30სთ-ზე ჩვენს Facebook – გვერდზე LIVE – ფორმატში გავა ვიდეო-ჩანაწერი.

 

🔷 ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოწვევის წინაშე დააყენა. ნეგატიური ინფორმაციის ნაკადი, შიში, მაღალი ემოციური ფონი, სოციალური დისტანცირება – ეს ყველაფერი სტრესულ გარემოს ქმნის, რომელთან გამკლავებაც დამოუკიდებლად არც თუ ისე ადვილია.

 

✅ სწორედ ამიტომ აზროვნების აკადემია იწყებს Online – ლექციათა ციკლს ფსიქოლოგებთან თემაზე – “სტრესი და ფსიქიკური ჯანმრთელობა”.

 

🔵 აკადემიის ფსიქოლოგები ისაუბრებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების გზებზე, სტრესის დაძლევის სტრატეგიებზე. ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებებზე შექმნილ ვითარებაში და სხვა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

 

🙏 მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ❤

რეგისტრაცია

რეგისტრაცია