სიღრმის ფსიქოლოგია – რეზო კორინთელის საავტორო კურსი

    🗓 - 13 September
    ⏳ - 8:00
    🎯 სიღრმის ფსიქოლოგიის კურსზე სექტემბრის ჯგუფში რეგისტრაცია იწყება !
    ✅ სიღრმის ფსიქოლოგიის უშუალო კვლევის საგანს არაცნობიერი ფსიქიკა შეადგენს. განსხვავებით კლასიკური ფსიქოლოგიისგან რომელიც ცნობიერებას სწავლობს.
    ▶ სიღრმის ფსიქოლოგია ეფუძნება იდეას, რომ არსებობს ფსიქიკა ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად. არაცნობიერი ფსიქიკისა და პიროვნების პრობლემები ორგანულად არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
    ▶ ამ მიმდინარეობის ცენტრალური მოძღვრება ფროიდის ფსიქოანალიზია. მას მიკუთვნება აგრეთვე ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია და იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია.
    🎯 კურსს უძღვება ფსიქიატრი რეზო კორინთელი:
    პროფესორი, ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის საპატიო წევრია. ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობის 40+ წ გამოცდილება, ლექტორობის 20+ წ გამოცდილება. იგი არის საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი.
    2002 წლიდან არის საქართველოს ანალიტიკური ფიქოლოგიისა და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 4 წლის განმაბლობაში იუნგის ფსიქოანალიზს სწავლობდა ქ. ციურიხში, კ.გ. იუნგის ინსტიტუტში. საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაციის თანაპრეზიდენტი, რევაზ კორინთელი არის საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების წევრი.
    🔰 კურსის ფარგლებში შეხვედრები იმართება შემდეგ თემებზე:
    🔹 არაცნობიერი და ფროიდის კლასიკური ფსიქოანალიზი (2 შეხვედრა)
    🔸 ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია
    🔹 არაცნობიერი და იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია (2 შეხვედრა)
    🔸 არაცნობიერი და ფსიქოსინთეზი
    🔹 მორენოს ფსიქოდრამა
    🔸 ტრანსპერსონალური ფსიქოთერაპია – სულიერებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია
    🔹 მართლმადიდებლურ პრინციპებზე დამყარებული ფსიქოთერაპია
    🔸 ჯგუფური ფსიქოთერაპია
    🔹 ნახატების მნიშვნელობა ფსიქოთერაპიაში
    🔸 ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია
    🔹 ლოგოთერაპია
    🔸 ფსიქოსომატური მედიცინა ანუ ფსიქიკური მიზეზებით გამოწვეული სხეულის დაავადებები
    🔹 სხეულის თერაპია, მღვიძარობაზე დამყარებული თერაპია – Mindfulness
    🔸არნოლდ მინდელის პროცესზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია.
    📅 კურსის ხანგრძლივობა – 16 შეხვედრა (48 საათი)
    📅 კურსი იწყება 13 სექტემბრიდან
    ⌛ თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი.
    🕗 შეხვედრები გაიმართება კვირაობით 20:00 საათზე
    🔖 სრული კურსის საფასური – 640ლარი
    სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატი) – 575ლარი
    🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება
    👥 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
    მისამართი: იოსებიძის 57 (აზროვნების აკადემია)
    ☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551528473
    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია