„შოთა რუსთველი – მხატვრული საზრისები“ – გია მურღულია

    🗓 - 24 November
    ⏳ - 8:00

    ✅ აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრების საღამო ფილოლოგ გია მურღულიასთან

    📌  თემა: შოთა რუსთველი – მხატვრული საზრისები

    👉 ლექცია მოკლედ მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს:

    1. რუსთველის მნიშვნელობა საქართველოსთვის
    • რატომ არის რუსთველი დიდი პოეტი?
    • რა გააკეთა მან საქართველოსთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი?
    • როგორ მოხდა ის, რომ საქართველოდან განდევნილმა პოეტმა მოახერხა მისი მთლიანი „მხატვრული ოკუპაცია“?
    1. ტარიელი მხატვრული სახის გაგებისათვის – ახალი კითხვა და სავარაუდო პასუხი
    • არის თუ არა ტარიელის მხატვრული სახე მრავალგანზომილებიანი?
    • რა განზომილებებს ვგულისხმობთ?
    • რით არის გამორჩეული და განსხვავებული ტარიელი – რა ქმნის მის იდუმალებასა და ამაღლებულ მნიშვნელობას პოემის ყველა დანარჩენი პერსონაჟისთვის?
    • რით შეიძლება ავხსნათ მის მიმართ ზღვარგადასული („არაადამიანური“) მოწიწება და თაყვანისცემა?
    1. შემთხვევითობათა ჯაჭვი ვეფხისტყაოსანში – ტელეოლოგიური (მიზნობრივი) სიუჟეტი
    • სიუჟეტის განვითარების შემთხვევითობის რამდენი მაგალითი ჩანს ვეფხისტყაოსანში?
    • რატომ შეიძლება შემთხვევითობის ეფექტი რუსთველის მხატვრულ პრინციპად მივიჩნიოთ?
    • რატომ ან რით ქმნის შემთხვევითობა „ტელეოლოგიურ“ სიუჟეტს?
    1. სამყაროს წინააღმდეგობრივი ერთიანობის პრინციპი პოემაში
    • როგორ არის ასახული ვეფხისტყაოსანში უძველესი იდეა თუ კანონზომიერება, რომელსაც დაპირისპირებულთა ერთიანობის პრინციპი (კანონი) უწოდეს?
    • რაგვარად აისახა პოემაში ამ პრობლემადქცეული კანონისა თუ პრინციპის საბოლოო დაძლევის შესაძლებლობა?
    📌 დასაწყისი: 24 ნოემბერი, 20:00 საათი. მისამართი: თ. იოსებიძის 57.

    ▶ შეხვედრაზე დასწრების საფასური – 40₾.
    ▶ მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 30₾.

    ფასი მოიცავს ფურშეტსაც:
    ☕ ყავა, 🍵 ჩაი, 🍷 ღვინო, 🍰 ნამცხვარი.

    💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

    ☎ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია