სახლში ყოფნა და ტრანსცენდენტალური უსახლკარობა – სალონური საუბრები

🗓 - 26 June
⏳ - 7:30
🌟 სალონური საუბრები თემაზე: სახლში ყოფნა და ტრანსცენდენტალური უსახლკარობა
✅ შეხვედრას გაუძღვება ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – გიორგი მაისურაძე

📌 დასაწყისი 26 ივნისს 19:30 საათზე

👉 ნოვალისი თავის ერთ ფრაგმენტში ფილოსოფიას განმარტავს, როგორც „ნოსტალგიას, სწრაფვას, რომ ყველგან იყო საკუთარ სახლში“. ჰაიდეგერი ნოვალისის ამ სიტყვების კომენტარში აღნიშნავს, რომ „ყველგან“, საითაც ჩვენს ნოსტალგიას მივყავართ, „მთლიანობაა“, „მთელი სამყარო“. ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ნოვალისისავე „უცხოობაში ყოფნის“ მეტაფორა, როგორც სახლიდან შორს ყოფნა, რომლის ერთი შორეული ვერსიის დანახვა შეიძლება გეორგ ლუკაჩისეულ მეტაფორაში „ტრანსცენდენტალური უსახლკარობა“. ამ თემებზე ვარიაციებს მიეძღვნება ლექცია.

💻 შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

▶ მისამართი: თ. იოსებიძის 57

📌 საფასური – 40 ლ.

📌 სტუდენტებისთვის – 30 ლ.

✅ შეხვედრაზე დასწრების შემთხვევაში გადმოგეცემათ საჩუქარი: 25%-იანი ფასდაკლების პრომო-კოდი Onlineacademia.Ge-ს ნებისმიერ კურსზე, ლექციასა და სააბონენტო პაკეტზე
👉 გაეცანით აზროვნების აკადემიის ვიდეო-კურსების პლატფორმას, აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო კურსი და #შეიმეცნემუდმივად – https://cutt.ly/kbMV2F

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 123 696

რეგისტრაცია

რეგისტრაცია