რუსთავი – „პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის კურსი“

🗓 - 7 May
⏳ - 6:00

💥 აზროვნების აკადემიის ახალი პროექტი რუსთავში!

🔶 „პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის განვითარების კურსი“ 14-17 წლის მოზარდებისათვის.

🔰 კურსს გაუძღვებიან ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე და ფსიქოლოგი ელენე ყიფიანი

✅ ვინ არის პიროვნება და როგორ უნდა გამოიმუშავოს მან პიროვნული განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. რა არის ემოციური ინტელექტი, როგორ უნდა გაერკვეს პიროვნება საკუთარ ემოციებში და აკონტროლოს ის? როგორ უნდა ამოიცნოს სხვისი ემოცია, შეძლოს სტრესთან გამკლავება, კონფლიქტების მართვა, სწორი კომუნიკაცია.

🔰 კურსის ფარგლებში შეხვედრები დაეთმობა ისეთ საკითხებს როგორიცაა:
▶ ემოციების მართვა.
▶ პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტი.
▶ პიროვნების ფსიქოსოციალური, ემოციური, კოგნიტური განვითარების ეტაპები და კრიზისები.
▶ ქცევა, ქცევის პროგნოზირება. განწყობა, მისი მნიშვნელობა ქცევის ფორმირებაში.
▶ პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბება (თეზა: არ არსებობს წაგება, არსებობს მოგება და გამოცდილება)
▶ მოტივაცია – მისი მნიშვნელობა, როგორ შევიქმნათ მოტივაცია.
▶ თვითპრეზენტაცია.
▶ სხეულის ენა.
▶ მიჯაჭვულობა.
▶ თვითშეფასება.
▶ შიშები, მათი დაძლევის გზები.
▶ ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების რეგულაცია.
▶ კონფლიქტური ემოციური მდგომარეობები (სტრესი, აფექტი, ფრუსტრაცია)
▶ ემპათიის უნარის გამომუშავება.

✅ შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით, ფსიქოდრამებით, პროექციული ტესტებით და თეორიული ინფორმაციით.

✅ კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.

📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ.
📅 ყოველ კვირას 18:00 საათზე

⏳ კურსის ხანგრძლივობა – 15 კვირა

⏳ შეხვედრების ხანგრძლივობა 2 სთ.

🔖 სრული კურსის საფასური – 385 ლ
🔖 ყოველთვიურად გადახდისას – 125 ლ (4 შეხვედრა)
🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება

🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.

📅 სარეგისტრაციო ბმული: http://bit.ly/2SqPapr

📌 მისამართი: რუსთავი, ალექსანდრე პუშკინის 2, კაფე ასკილი
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 557123696

რეგისტრაცია

რეგისტრაცია