რელიგიების ისტორიის კურსი

🗓 - 13 October
⏳ - 9:00

🎯 აზროვნების აკადემიაში რელიგიების ისტორიის კურსზე რეგისტრაცია იწყება !

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

🌟 კურსი მიზნად ისახავს რელიგიებისა და რელიგიურ იდეათა განხილვას. კურსში მიმოხილული იქნება ისეთი საკითხები იმის შესახებ, თუ რა სახე ჰქონდა რელიგიას პირველყოფილურ საზოგადოებაში, რა კავშირია რიტუალს, მითსა და რელიგიას შორის, ვნახავთ თუ როგორ ვლინდებოდა რელიგიური იდეები ისეთ კულტურებში, როგორებიცაა: შუმერული, ეგვიპტური, ხეთური, ებრაული, ინდური, ბერძნული და რომაული კულტურები. კურსში ნაჩვენები იქნება რელიგიურ იდეათა საფუძვლები, შესაბამისად, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ თვალი გაადევნონ, ქრონოლოგიურად რა სახით ვითარდებოდა რელიგია თითოეულ კულტურასა და ხალხში. კურსი განიხილავს იმასაც, თუ რა სახის ეპიფანიები არსებობდა სხვადასხვა კულტურაში, ვინ იყვნენ ის პიროვნებები, წინასწარმეტყველები, მოაზროვნეები თუ მქადაგებლები, რომელთაგანაც ვრცელდებოდა რელიგიური იდეები და ყალიბდებოდა რელიგიები. კურსში ნაჩვენები იქნება, თუ რა კორელაციაში იყო ერთმანეთთან სხვადასხვა კულტურაში აღმოცენებული რელიგიური გამოცდილებები, თუ როგორ ითვისებდა რელიგიურ იდეებს ფილოსოფიური ტრადიცია და ისიც, თუ რა კავშირია ფილოსოფიურ და რელიგიურ ტრადიციებს შორის ისეთ კულტურებში, როგორებიცაა ელინური, ქრისტიანული, ისლამური ა. შ.

✨ კურსის ფარგლებში გაიმართება 35 შეხვედრა:

▶ რელიგია პირველყოფილურ საზოგადოებაში – მაგია, რიტუალი და ეტიოლოგიური მითები.
▶ მესოპოტამიური რელიგიები – შუმერულ-აქადური სინთეზი.
▶ ეგვიპტური რელიგია
▶ ხეთური რელიგიური წარმოდგენები.
▶ შამანიზმი და შამანური ინიციაცია.
▶ თანახი – ებრაული წმინდა წერილი.
▶ ინდოევროპული რელიგიის სათავეებთან.
▶ ვედური რელიგია
▶ რელიგია ძველ საბერძნეთში
▶ძველი ბერძნული მისტერიები: ელევსინური, დიონისური და სამოთრაკიული მისტერიები.
▶ ორფიკულ-პითაგორული გავლენები პლატონის ფილოსოფიაში და მისი მემკვიდრეობა.
▶ რომაული რელიგია.
▶ ირანული რელიგია – ზარათუსტრას ცხოვრება და კონფლიქტი აჰურა მაზდასა და არიმანს შორის.
▶ ანტიკური ჩინეთის რელიგიები – ტაოიზმი
▶ ბუდიზმი – უფლისწული სიდჰარტა და „გამოღვიძება.“
▶ ადი შანკარა და ადვაიტა ვედანტა. / ნაგარჯუნა და დჰარმათა „სიცარიელე“.
▶ „ბოდჰისატვას გზა“ ბუდიზმში
▶ მაჰაბჰარატა და ბჰაგავადგიტა – კრიშნას გამოცხადება და ესქატოლოგიური ომი
▶ ბიბლიური მესიანისტური იდეა და ებრაული თემი ეპოქათა მიჯნაზე.
▶ ქრისტიანული გამოცხადება
▶ ეკლესიის წარმოშობა და ქრისტიანული აპოლოგეტიკა
▶ ქრისტიანობა, წარმართობა და გნოსტიციზმი
▶ აღმოსავლური ეკლესია და ბიზანტიური ღვთისმეტყველება
▶ დასავლური ეკლესია – ავგუსტინიანიზმი და თომიზმი.
▶ პალამიზმი – გრიგოლ პალამას მოღვაწეობა და სწავლება
▶ ქრისტიანული მისტიკა – ისიხასტური ლოცვითი ტრადიცია
▶ მუჰამადი და ისლამის დაარსება.
▶ ისლამის ძირითადი კონფესიები.
▶ კაბალისტური მოძღვრება და ისააკ ლურიას ახალი კაბალა.
▶ ხასიდიზმი
▶ გვიანდელი შუა საუკუნეების რელიგიური მოძრაობები ევროპაში: წმინდა ფრანცისკ ასიზელი, ბოგომილობა, წმინდა ბონავენტურა და გვიანდელი სქოლასტიკა.
▶ გერმანული მისტიციზმი: მაისტერ ეკჰარტი, იაკობ ბოემე, ანგელუს სილეზიუსი.
▶ მარტინ ლუთერი და რეფორმაცია.
▶ სეკულარიზმი და რელიგია; მსოფლიო რელიგიები; რელიგია დღეს.

🎯 შეხვედრებს წარმართავენ:
✔ ფილოსოფოსი და ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი
✔ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი
✔ ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე
✔ აღმოსავლეთმცოდნე ნინო სამსონია
✔ ისტორიკოსი მარიკა მშვილდაძე
✔ ისტორიკოსი მანანა ხვედელიძე
✔ ფილოლოგი ირინე დარჩია
✔ თეოლოგი ლაშა ბართია
✔ სინოლოგი ოთარ ჭიღლაძე
✔ თეოლოგი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
✔ თეოლოგი მამა ლევან მათეშვილი

▶ კურსი ხანგრძლივობა: 9 თვე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3სთ. (ყავის, ჩაისა და დესერტის შესვენებით)
📅 კურსი დაიწყება 13 ოქტომბერს
📅 შეხვედრები ჩატარდება ყოველ სამშაბათს 20:00 საათზე.
▶ კურსის ღირებულება – 1085ლ; ორ ეტაპად გადახდის შემთხვევაში 620-620 ლარი.
▶ სტუდენტებისთვის (ბაკალავრი) – 975ლ; ორ ეტაპად გადახდის შემთხვევაში 558-558 ლარი.
▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება

📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

📍 მისამართი: ი.გამრეკელის 41 ( ნუცუბიძის ქუჩასთან)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎ 557 123 696

რეგისტრაცია

რეგისტრაცია