ფილოსოფიის საფუძვლების 8 თვიანი კურსი აზროვნების აკადემიაში

    🗓 - 28 ნოემბერი
    ⏳ - 8:00

    🎯 აზროვნების აკადემიაში ფილოსოფიის საფუძვლების კურსი იწყება.

    🌟კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფილოსოფია და ფილოსოფიის ისტორია, სურს ქრონოლოგიურად გაჰყვეს მისი განვითარების ეტაპებს, გაეცნოს ძირითად სკოლებსა და დოქტრინებს.

    🍁 ფილოსოფიის საფუძვლების კურსი გააერთიანებს ყველა პროფესიის, ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მსმენელს, რომლებსაც შეეძლებათ არაფორმალურ გარემოში, მსჯელობისა და ინტერაქციის ფორმატით საინტერესო მომხსენებლებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

    ✨ კურსის ფარგლებში გაიმართება 31 შეხვედრა:

    🎯 ფილოსოფია ანტიკურ ხანაში (11 შეხვედრა)

    ✨ ფილოსოფია ანტიკურ ხანაში – მოდულში გაერთიანებულია ძველი დროის დასავლური და აღმოსავლური ფილოსოფიური სწავლებები. მოდული დაიწყება ბერძნული ფილოსოფიით ვიდრე ნეოპლატონიზმამდე, რის შემდეგაც კურსი მიმოიხილავს ძველ ინდურსა და ჩინურ ფილოსოფიებს.

    ▶ ძველი ბერძნული ფილოსოფიის აღმოცენება და არქეს (საწყისის) პრობლემა – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ წინასოკრატული ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ სოკრატეს ცოცხალი ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ პლატონის ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ პლატონი და შანკარა – ზაზა შათირიშვილი
    ▶ არისტოტელეს ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ ფილოსოფია ელინისტურ ხანაში – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ ნეოპლატონიზმი – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ იოანე პეტრიწი და პლატონური ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ ინდური ფილოსოფია – ანდრო დგებუაძე
    ▶ ჩინური ფილოსოფია – გია ბარამიძე

    🎯 შუა საუკუნეებისა და რენესანსის ფილოსოფია (9 შეხვედრა)

    ✨ მოდული იწყება ქრისტიანული ფილოსოფიის საფუძვლების, პატრისტიკის განხილვით და მოიცავს პერიოდს რენესანსულ ფილოსოფიურ მიმდინარეობათა ჩამოყალიბებამდე (XVI საუკუნე).

    ▶ ქრისტიანული ფილოსოფია – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
    ▶ ფილოსოფია ქრისტიანობის გარიჟრაჟზე – პატრისტიკა – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ არეოპაგიტული კორპუსი – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ შუა საუკუნეების ქრისტიანული ფილოსოფია – სქოლასტიკა. – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ შუა საუკუნეების ისლამური და იუდეური ფილოსოფია – ზურაბ კიკნაძე
    ▶ რენესანსის ფილოსოფია – ანა ქირია
    ▶ კაბალისტური მისტიციზმი – ზურაბ კიკნაძე
    ▶ ინგლისური ემპირიზმი – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ კონტინენტური რაციონალიზმი – ლევან გიგინეიშვილი

    🎯 ახალი დროის ფილოსოფია (11 შეხვედრა)

    ✨ მოცემულ ბლოკში გაერთიანებულია ახალი დროის ფილოსოფიაში არსებული მიმდინარეობები. ლექციები დაიწყება გერმანული იდეალიზმის განხილვით და მოჰყვება პერიოდს უშუალოდ თანამედროვე ფილოსოფიურ სკოლებამდე.

    ▶ იმანუელ კანტის ფილოსოფიური სისტემა – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ ფილოსოფია კანტის შემდგომ – დავით გალაშვილი
    ▶ გ. ვ. ფ. ჰეგელის ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ გერმანული კლასიკური იდეალიზმის დასასრული და სისტემის კრიტიკა – დაჩი ფაჩულია
    ▶ კარლ მარქსის ფილოსოფიური შეხედულებები – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ ფრიდრიჰ ნიცშეს სიცოცხლის ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ XIX-XX საუკუნის ფილოსოფიის სათავეებთან – გია ბარამიძე
    ▶ ფენომენოლოგია – დაჩი ფაჩულია
    ▶ ეგზისტენციალიზმი – ლევან გიგინეიშვილი
    ▶ ქართული ფილოსოფიური აზრი – გია ბარამიძე
    ▶ ფილოსოფია დღეს – გია ბარამიძე

    🎯 შეხვედრებს წარმართავენ:
    ✔ ფილოსოფოსი და ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი (წაიკითხავს 18 ლექციას)
    ✔ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი
    ✔ ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე
    ✔ ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე
    ✔ ფილოსოფოსი გია ბარამიძე
    ✔ ფილოსოფოსი დაჩი ფაჩულია
    ✔ ფილოსოფისი ანა ქირია
    ✔ ფილოსოფოსი დავით გალაშვილი

    ⏳ კურსის ხანგრძლივობა – 8თვე (12 ნოემბერი – 7 ივლისი)
    🔹 სულ გაიმართება 31 შეხვედრა.
    📅 შეხვედრები გაიმართება – სამშაბათობით 19:30ზე (ხანგრძლივობა 2:30სთ.)

    🔖 კურსის ღირებულება ერთიანად გადახდის შემთხვევაში – 925ლ.
    🔖 მოდულების მიხედვით:
    I მოდული – 415ლ.; II მოდული – 345ლ.; III მოდული – 415ლ.

    🤝 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება
    📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

    📍 მისამართი: იოსებიძის 57
    ☎ სხვა ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 📞 558545525; 551528473

    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია