Online ლექციები აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან

🗓 - 31 March
⏳ - 9:00

🔷 ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოწვევის წინაშე დააყენა. ნეგატიური ინფორმაციის ნაკადი, შიში, მაღალი ემოციური ფონი, სოციალური დისტანცირება – ეს ყველაფერი სტრესულ გარემოს ქმნის, რომელთან გამკლავებაც დამოუკიდებლად არც თუ ისე ადვილია.

✅ სწორედ ამიტომ აზროვნების აკადემია იწყებს Online – ლექციათა ციკლს ფსიქოლოგებთან თემაზე – “სტრესი და ფსიქიკური ჯანმრთელობა”.

🔵 აკადემიის ფსიქოლოგები ისაუბრებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების გზებზე, სტრესის დაძლევის სტრატეგიებზე. ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებებზე შექმნილ ვითარებაში და სხვა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

⏳ ლექციები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და პარასკევს, 21:00სთ-ზე კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება.

🔰 Online – ლექციათა ფორმატი:

🔹 ლექციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდება ინფორმაცია კონკრეტული სტუმრის შესახებ.

🔹გამოქვეყნებული ანონსის კომენტარებში გამოაგზავნეთ კითხვები.

🔹შემდეგ ჩაიწერება ვიდეო, რომელშიც თქვენ მიერ დასმულ კითხვებზე იქნება პასუხები.

🔹 და დათქმულ დროს ჩვენს Facebook – გვერდზე LIVE – ფორმატში გავა ვიდეო-ჩანაწერი.

🔰 ლექციათა განრიგი:

✅ 27 მარტი, პარასკევი – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

✅ 31 მარტი, სამშაბათი – ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

✅ 3 აპრილი, პარასკევი – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

✅ 7 აპრილი, სამშაბათი – ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე

✅ 10 აპრილი, პარასკევი – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

✅ 13 აპრილი, სამშაბათი – ფსიქოლოგი ნინი ელბაქიძე

✅ 16 აპრილი, პარასკევი – ფსიქოლოგი ანა ღვინიანიძე

🙏 მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ❤

#დარჩისახლში ♥

რეგისტრაცია

რეგისტრაცია