მსოფლიო ლიტერატურის 8 თვიანი კურსი აზროვნების აკადემიაში

    🗓 - 9 October
    ⏳ - 8:00

    🌟 აზროვნების აკადემიაში 9 ოქტომბრიდან მსოფლიო ლიტერატურის კურსი იწყება !

    💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

    🌟კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურა, ლიტერატურის ისტორია, სურს ქრონოლოგიურად გაჰყვეს მისი განვითარების ეტაპებს, მიმდინარეობებს, გაეცნოს მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეულ წიგნებსა და ავტორებს.

    🍁 კურსი გააერთიანებს ყველა პროფესიის, ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მსმენელს, რომლებსაც შეეძლებათ არაფორმალურ გარემოში, მსჯელობისა და ინტერაქციის ფორმატით საინტერესო მომხსენებლებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ტექსტი, ავტორი, ლიტერატურული სკოლები და მოვლენები.

    ✨ კურსის ფარგლებში გაიმართება 31 შეხვედრა:

    ▶ ბიბლია, მითოსი, ზღაპრები – ლიტერატურული სიუჟეტი
    ▶ პირველი სალიტერატურო ძეგლი – „გილგამეშიანი“- შუამდინარული ეპოსი
    ▶ ბერძნული ცივილიზაციის საწყისები – ჰომეროსი („ილიადა“, „ოდისეა“)
    ▶ ბერძნული ტრაგედია – სოფოკლე/ ესქილე/ ევრიპიდე
    ▶ არისტოტელეს „პოეტიკა“
    ▶ ვერგილიუსის „ენეიდა“
    ▶ შუა საუკუნეების ქართული ეპოსი – „ვეფხისტყაოსანი“
    ▶ სპარსული კლასიკური ლიტერატურა
    ▶ წინარერენესანსული იტალიური ლიტერატურა – დანტეს „ღვთაებრივი კომედია”
    ▶ ფრანგული სატირა – ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“
    ▶ სერვანტესის „დონ კიხოტი“
    ▶ უილიამ შექსპირი
    ▶ ინგლისური რომანტიზმი – ბაირონი
    ▶ გოეთეს „ფაუსტი“
    ▶ ტოლსტოი- ცხოვრება და შემოქმედება
    ▶ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები”/ „ეშმაკნი”/ „დანაშაული და სასჯელი“/ „იდიოტი“
    ▶ თომას მანი – „ჯადოსნური მთა“
    ▶ მოდერნიზმის საწყისები – პრუსტი/ კაფკა/ ჯოისი
    ▶ იაპონური ლიტერატურა – აკუტაგავა/ ქენძაბურო ოე/ კავაბატა/ / კობო აბე/ მიშიმა/ მურაკამი
    ▶ ფრანგული ეგზისტენციალიზმი – კამიუ/ სარტრი/ ბოვუარი
    ▶ აბსურდის თეატრი – სემუელ ბეკეტი/ ეჟენ იონესკო
    ▶ ავსტრიული რომანი – ბროხი/ მუზილი/ როთი
    ▶ ლათინო-ამერიკული ლიტერატურა და მაგიური რეალიზმი – მარკესი/ბორხესი/ კორტასარი/ლიოსა/ გიუნტერ გრასი
    ▶ ბიტნიკები – გინსბერგი/ ბეროუზი/კერუაკი
    ▶ ანტიუტოპია – ზამიატინი/ ორუელი/ ჰაქსლი
    ▶ ფოლკნერი/ ფიცჯერალდი/ ჰემინგუეი
    ▶ XIX-XX საუკუნის ქრისტიანული ლიტერატურა დოსტოევსკიდან გრემ გრინამდე
    ▶ თანამედროვე ქართული პროზა (ქარჩხაძე/ ჭილაძე/ დოჩანაშვილი)
    ▶ ფრანგული პოსტმოდერნიზმი – კინიარი/ მოდიანო/ უელბეკი
    ▶ სამეცნიერო ფანტასტიკა – ბრედბერი/ აზიმოვი/ კლარკი და ფენტეზი – კლაივ ლუისი/ ტოლკინი/ როულინგი
    ▶ სახარების ინსპირაცია მწერლობაში – ჯიბრანი/ მორიაკი/ კაზანძაკისი/ სარამაგუ/ შმიტი

    🎯 შეხვედრებს წარმართავენ:

    ✔ ფილოსოფოსი, ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი
    ✔ ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე
    ✔ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი
    ✔ ფილოსოფოსი დაჩი ფაჩულია
    ✔ ფილოლოგი პაატა ჩხეიძე
    ✔ ფილოლოგი თემურ კობახიძე
    ✔ ფილოლოგი, მწერალი ირაკლი ლომოური
    ✔ ფილოლოგი, მწერალი გიორგი კეკელიძე
    ✔ ფილოლოგი ლია ლორია
    ✔ ფილოლოგი ნინო ფირცხალავა
    ✔ მთარგმნელი, პოეტი გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი
    ✔ ფილოლოგი, მთარგმნელი გიორგი ხულორდავა
    ✔ მთარგმნელი თათია მემარნიშვილი
    ✔ ფილოლოგი ნინო ქავთარაძე
    ✔ მთარგმნელი ილია გასვიანი

    ▶ კურსის ხანგრძლივობა – 8თვე
    ⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3სთ. (ყავის, ჩაისა და დესერტის შესვენებით)
    📅 კურსი დაიწყება 9 ოქტომბრიდან
    📅 შეხვედრები ჩატარდება ყოველ პარასკევობით 20:00 საათზე.
    ▶ კურსის ღირებულება – 1085ლ; ორ ეტაპად გადახდის შემთხვევაში 620-620 ლარი.
    ▶ სტუდენტებისთვის (ბაკალავრი) – 975ლ; ორ ეტაპად გადახდის შემთხვევაში 558-558 ლარი.
    ▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება

    📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

    📍 მისამართი: ი.გამრეკელის 41 ( ნუცუბიძის ქუჩასთან)
    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
    ☎ 557 123 696

    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია