„მშობლის როლი 6-წლამდე ბავშვთა განვითარებაში“ – სალონური საუბრები

🗓 - 26 November
⏳ - 8:00
🌟 სალონური საუბრები თემაზე: „მშობლის როლი 6-წლამდე ბავშვთა განვითარებაში“
✅ შეხვედრას გაუძღვება ფსიქოლოგი ზანდა ჩეჩელაშვილი

📌 დასაწყისი 26 ნოემბერს 20:00 საათზე

👉 სიცოცხლის პირველი 6 წელი განსაკუთრებით კრიტიკულია ბავშვის განვითარებისთვის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბავშვის ფიზიკური და მოტორული, შემეცნებითი, ენა-მეტყველებისა, სოციალური თუ მორალური განვითარება. განვითარების პროცესში სხვადასხვა უნარი იზოლირებულად არ ვითარდება. განვითარება მთლიანობითია, ერთ სფეროში აღმოცენებულმა სირთულეებმა, შესაძლოა გამოიწვიოს დეფიციტი სხვა სფეროებშიც.

სხვადასხვა ეტაპზე მშობლის როლი განვითარების ხელშეწყობისთვის იცვლება იმის მიხედვით, თუ რას საჭიროებს და რომელ ეტაპზე იმყოფება ბავშვი.

ლექციის ფარგლებში განვიხილავთ ისეთ საკითხებს როგორიცაა:

• ასაკობრივი განვითარების თავისებურებები

• მიჯაჭვულობა და მისი მნიშვნელოვნება სოციო-ემოციური გავითარებისთვის

• სხვადასხვა ასაკში განვითარების კრიტიკული პერიოდები

• მშობლის როლი ბავშვის განვითარების ხელშეწყობის პროცესში

💻 შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატში ZOOM-ის მეშვეობით

▶ მისამართი: თ. იოსებიძის 57

📌 საფასური – 40 ლ.

📌 სტუდენტებისთვის – 20 ლ.

☎ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია

რეგისტრაცია