„მოზარდობის ასაკის ფსიქოპათოლოგია დღეს, სოციო-პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში“ – სალონური საუბრები

🗓 - 22 October
⏳ - 8:00
🌟 სალონური საუბრები თემაზე: მოზარდობის ასაკის ფსიქოპათოლოგია დღეს, სოციო-პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში
✅ შეხვედრას გაუძღვება ფსიქოთერაპევტი გიგა მამინაშვილი

📌 დასაწყისი 22 ოქტომბერს 20:00 საათზე

👉 „მოზარდობის ასაკი განასახიერებს პასაჟს, გარდამავალ დროს ორ ძირეულად განსახვავებულ ეპოქას შორის, რომელიც გულისხმობს, სუბიექტის, როგორც სხეულებრივ, ასევე ფსიქიკურ და სოციო-კულტურულ ტრანსფორმაციას, გარდატეხას, რაც მოზარდისთვის, განსაკუთრებით თანამედროვე სოციო-კულტურული და ეკონომიკური წესრიგის პირობებში ნამდვილ გამოცდას წარმოადგენს.

მოზარდსა და მშობლებს შორის წარმოქმნილი გარდუვალი კონფლიქტი ამ ასაკში როგორც მოზარდთან, ასევე მის მშობლებთან გამოუვალი მდგომარეობის, ჩიხის განცდას შობს, რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება, სოციალური თუ კულტურული სივრცე მოზარდს არ სთავაზობს დროებით თავშესაფარს, სიმბოლურ საყრდენს, რომელიც მას დაეხმარებოდა გარდატეხის ასაკით წარმოქმნილი ქაოსისა და ანარქიის ფსიქიკურ გადამუშავებაში.

სოციალური კრიზისის ფონზე მოზარდობის ასაკის კრიზისი, როგორც სუბიექტის ფსიქიკური მდგომარეობა, გამოსავალს დესტრუქციულ ან თვითდესტრუქციულ აქტებში ჰპოვებს.

შეხვედრაზე ვისაუბრებთ მოზარდობის ასაკზე, როგორც სოციალურისა და ფსიქიკურის გადაკვეტის წერტილზე, რომელიც წარმოადგენს გზაჯვარედინს, კვანძს ან შეხვედრის ადგილს სოციალურსა და სუბიექტურს შორის.“ – გიგა მამინაშვილი

💻 შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატში ZOOM-ის მეშვეობით

▶ მისამართი: თ. იოსებიძის 57

📌 საფასური – 40 ლ.

📌 სტუდენტებისთვის – 20 ლ.

რეგისტრაცია

რეგისტრაცია