ლოგიკურ-მათემატიკური აზროვნების კურსი მოზარდებისთვის

    🗓 - 4 April
    ⏳ - 11:00

    📣 1აზროვნების აკადემია იწყებს ახალ პროექტს: ლოგიკურ-მათემატიკური აზროვნების კურსი – მოზარდებისთვის.

    🔶 ლოგიკურ-მათემატიკური აზროვნება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის აუცილებელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უნარ-ჩვევები ყველა ეპოქის ადამიანისათვის საჭირო და გამოსადეგი იყო, 21-ე საუკუნის ადამიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    🔵გარკვეული უნარების განვითარება და მათი ჩვევაში გადასვლა ადრეული ასაკიდანვე უნდა იწყებოდეს ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ისეთი უნარ-ჩვევებისა, რაც მათემატიკასთან და ლოგიკასთანაა დაკავშირებული.

    🔺სასკოლო მათემატიკა ძირითადად სტანდარტული ამოცანების ამოხსნაზეა ორიენტირებული და ბევრი ბავშვი ამ საგანს მოსაწყენადაც თვლის. აღნიშნული გაკვეთილები კი მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითარებს არასტანდარტულ, კრიტიკულ აზროვნებას, კიდევ უფრო შეაყვარებს მათემატიკას და მის მიმართ ინტერესსაც გაუღვივებს.

    🔷 სახალისო ლოგიკური და მათემატიკური ამოცანების ამოხსნა ყველა მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი გახდება, რაც თავის მხრივ, მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას დაუდებს საფუძველს.

    🎯 შეხვედრებს გაუძღვება დავით წამალაშვილი

    🔷 პროექტის ფარგლებში შედგება ორი ჯგუფი:

    ⏳ 9-10 ასაკობრივი ჯგუფი შაბათი, 11:00 საათი
    ⏳10-11 ასაკობრივი ჯგუფი შაბათი, 12:30 საათი

    🔖კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე
    🔖თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 1:30 წუთი
    🔖შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ

    🔹კურსის ყოველთვიური საფასური – 125₾
    🔹სრული კურსის საფასური – 315 ლარი

    📍 მისამართი: იოსებიძის 57
    სხვა ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 555 191 363

    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია