„ლიდერობა და ურთიერთობები ჯგუფში“ – ზურა მხეიძე

    🗓 - 17 February
    ⏳ - 8:00

    💥 17 თებერვალს 20:00 საათზე გაიმართება პრაქტიკული სოციალური ფსიქოლოგიის კურსის შეხვედრა – „ლირდერობა და ურთიერთობები ჯგუფში“ – შეხვედრას გაუძღვება ზურა მხეიძე.

    ✅ სოციალური ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის განხრაა, რომელიც შეისწავლის იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს სხვა ადამიანების რეალური, წარმოსახული და ნაგულისხმევი არსებობა ჩვენს აზრებზე, ემოციებსა და ქცევებზე.

    ✅ ჩვენ ხშირად ვფიქრობთ და წარმოვისახავთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, ვიმყოფებით სხვა ადამიანებთან შინაგან დიალოგში, წარმოვისახავთ მათთან ურთიერთობის განვითარების შესაძლო გზებს.

    ✅ სოციალური ფსიქოლოგია შეისწავლის იმას, თუ როგორ ვურთიერთქმედებთ ერთმანეთთან, როგორ ცვლის ჩვენს ქცევებს, აზრებსა და ემოციებს ერთმანეთთან ურთიერთობა. სოციალურ ფსიქოლოგიას აინტერესებს, როგორ იქცევა ადამიანი ჯგუფში და როგორ ინარჩუნებს ჯგუფი ინდივიდზე გავლენას, რა არის ურთიერთობების გამყარებისა და შენარჩუნების წინაპირობები.

    🔰 კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

    🔴 ადამიანი, როგორც სოციალური არსება
    🔴 სოციალიზაციის პროცესი, ღირებულებები, ნორმები
    🔴 საერთო საზოგადოებრივი ღირებულებები
    🔴 ეთნოკულტურული ღირებულებები
    🔴 მიკრო სოციალური ღირებულებები
    🔴 ქცევითი მოდელი და სტერეოტიპები
    🔴 „მე“ კონცეფცია, მე – ს ფორმირება
    🔴 კოგნიტური დისონანსის თეორია
    🔴 ჯგუფი და ჯგუფის ტიპები
    🔴 ჯგუფის სტრუქტურა, ლიდერის ტიპები
    🔴 ურთიერთობა და გავლენა
    🔴 ექსპერიმენტები სოციალურ ფსიქოლოგიაში

    🎯 კურსის ფორმატი გულისხმობს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას.

    📅 კურსი მოიცავს 3 თვეს (36 საათი).

    ⌛ თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2-3 საათი.

    🕗 შეხვედრები გაიმართება ყოველ ორშაბათს 20:00 საათზე.

    🔖 შეხვედრის საფასური – 60 ლარი
    🔖 კურსის საფასური – 685 ლარი.
    🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება.
    🔖კორპორატიული ჯგუფებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.

    👥 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
    მისამართი: იოსებიძის 57 (აზროვნების აკადემია)

    ☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 🔹557123696

    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია