პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის კურსი მოზარდებისთვის

🗓 - 12 September
⏳ - 10:00
📣 პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის განვითარების კურსზე 9-17 წლის მოზარდებისათვის სექტემბრის ჯგუფებში რეგისტრაცია იწყება!
✅ ვინ არის პიროვნება და როგორ უნდა გამოიმუშავოს მან პიროვნული განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. რა არის ემოციური ინტელექტი, როგორ უნდა გაერკვე საკუთარ ემოციებში და აკონტროლოს ის? როგორ ამოიცნოს სხვისი ემოცია, შეძლოს სტრესთან გამკლავება, კონფლიქტების მართვა, სწორი კომუნიკაცია.
🔰კურსის ფარგლებში შეხვედრები დაეთმობა ისეთ საკითხებს როგორებიცაა:
▶ ემოციების მართვა.
▶ პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტი.
▶ პიროვნების ფსიქოსოციალური, ემოციური, კოგნიტური განვითარების ეტაპები და კრიზისები.
▶ ქცევა, ქცევის პროგნოზირება. განწყობა, მისი მნიშვნელობა ქცევის ფორმირებაში.
▶ პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბება (თეზა: არ არსებობს წაგება, არსებობს მოგება და გამოცდილება)
▶ მოტივაცია – მისი მნიშვნელობა, როგორ შევიქმნათ მოტივაცია.
▶ თვითპრეზენტაცია
▶ სხეულის ენა
▶ მიჯაჭვულობა
▶ თვითშეფასება
▶ შიშები, მათი დაძლევის გზები
▶ ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების რეგულაცია.
▶ კონფლიქტური ემოციური მდგომარეობები (სტრესი, აფექტი, ფრუსტრაცია)
▶ ემპათიის უნარის გამომუშავება
▶ემპათია, ასერტიულობა
▶პირველადი ემოციები
▶ემოციების გამოხატვის ფორმები
▶ აგრესია
▶კომპლექსები
▶მოსმენა, ყურადღების კონცენტრაცია
▶ბრაზის მართვა
✅ შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით, ფსიქოდრამებით, პროექციული ტესტებით და თეორიული ინფორმაციით.
✅ კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.
🔰 9-11 ასაკობრივი კატეგორიებისათვის კურსს უძღვება ფსიქოლოგი ნინო ბუაძე.
🔰 12-14, 15-17 ასაკობრივი კატეგორიებისთვის კურსს უძღვება ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.
📅 შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ.
⏳ ერთი შეხვედრების ხანგრძლივობა – 1 სთ და 50 წთ.
⏳ კურსის ხანგრძლივობა – 5 თვე (20 შეხვედრა)
⏳ კურსი დაიწყება სექტემბრიდან.
🔖 ერთიანად გადახდის შემთხვევაში – 650ლ.
🔖 ყოველთვიურად გადახდისას – 160ლ.
🔖დედმამიშვილებისთვის მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება
🔖 ასევე მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება.
📌 მისამართი: იოსებიძის 57.
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 📞 558 545 525
რეგისტრაცია

რეგისტრაცია