განმავითარებელი თამაშების კურსი 4 წლის ბავშვებისთვის

    🗓 - 17 September
    ⏳ - 5:30
    🌟 აზროვნების აკადემია 4 წლის ბავშვებისთვის განმავითარებელი თამაშების კურსს იწყებს!
    ✨თამაში ბავშვის განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომლის საშუალებითაც ხდება როგორც საკუთარი თავის, ისე სამყაროს შემეცნება და აღქმა. პროცესი სასიამოვნო და სახალისოა, რაც თავის მხრივ, სურვილს და მოტივაციას აღვივებს, რომ ბავშვმა განმეორებით მიმართოს მას. სპონტანურ თამაშს მოსდევს მიზნობრივი თამაშები, რომელიც განსხვავებული უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
    კურსის შეხვედრები ორიენტირებული იქნება:
    ✔ ბავშვის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე;
    ✔ ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებაზე;
    ✔ ბავშვის მიერ საკუთარი თავის შემეცნებაზე;
    ✔ შინაგანი დისციპლინისა და პაუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე;
    ✔ მეტყველების, კომუნიკაციის, პრეზენტაცია-დემონსტრირების განვითარებაზე;
    ✔ გუნდური, შემოქმედებითი, წარმოსახვითი უნარების გამომუშავებაზე.
    ✨ ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.
    აღნიშნული კომპეტენციების ჩამოყალიბება ბავშვის განვითარებისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშემწყობია.
    კურსს გაუძღვება აზროვნების აკადემიის ბაღის დირექტორი და ფსიქოლოგი ნინო ბუაძე.
    ⌛ კურსის ხანგრძლივობა – 4 თვე
    ⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1 სთ. 30 წთ.
    📅 შეხვედრები ჩატარდება ხუთშაბათობით – 17:30 საათზე
    🔖 კურსის ღირებულება – 145 ლარი
    🔖 ერთიანი გადახდის შემთხვევაში – 485 ლარი;
    🤝 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება
    📍 მისამართი: იოსებიძის 57
    ☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 📞 598 13 33 31
    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია