საკვირაო სკოლა რუსთავში

🗓 - 17 ნოემბერი
⏳ - 10:00

✨ სიახლე!

💠 აზროვნების აკადემია 17 ნოემბრიდან რუსთავში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას იწყებს.

🌟 თბილისის, ბათუმის, ქუთაისის საკვირაო სკოლაში ამჟამად 800-ზე მეტი მოზარდი სწავლობს.

🔰 აზროვნების აკადემია არის ადგილი, სადაც მოსწავლეთათვის ცოდნის და გამოცდილების შეძენა მოსაწყენი და მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად სახალისო და საინტერესოა. ეს არის სივრცე ანალიტიკური აზროვნების, თვითშემეცნების და შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად.

🔰 მოზარდები ნაწილდებიან ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:
✔5-6 ✔7-8 ✔9-11 ✔12-14 ✔15-17

🔰 საკვირაო სკოლაში იქნება შემდეგი მიმართულებები:
📚 მხატვრული ლიტერატურა;
💡 ფსიქოლოგია;
💡 არტ-პედაგოგიკა;
📚 ფილოსოფია.

🎯 მიმართულებები მორგებულია ასაკობრივი კატეგორიების სპეციფიკას.

📚 📖 მხატვრული ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, იმსჯელებენ ტექსტებზე და განიხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს.

✅ პროგრამები თემატიკისა და მიდგომების თვალსაზრისით იცვლება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. კურსი დატვირთული იქნება ზღაპრებით, იგავებით, მითებით (შესაბამის ასაკში), კლასიკური თუ თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებებით, ასევე ფილოსოფიური ტექსტებითა და საკითხებით უფროს ასაკობრივ კატეგორიაში.

✅ შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა, მოზარდის წიგნთან დაახლოება, ტექსტებთან საინტერესო, სახალისო, სიღრმისეული მიდგომის ჩამოყალიბება.

💡 ფსიქოლოგიის მიმართულება კომპლექსური კურსია მოზარდებისათვის, ფსიქოლოგთან ერთად ჯგუფი განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტ დამოკიდებულება…)
მეგობრულ, თავისუფალ გარემოში თანატოლები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ.

✅ ფსიქოლოგი თითოეული პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და გამკლავების გზებზე მოზარდთათვის გასაგები ენით საუბრობს.

💡 არტ-პედაგოგიკის მიმართულება ითვალისწინებს ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების საკითხების ბავშვისათვის გასაგები, მარტივად აღსაქმელი მეთოდებით მიწოდებას, თამაშით სწავლებას.

📚 ფილოსოფიის და ანალიტიკური აზროვნების კურსი მოზარდებისათვის ორიენტირებულია ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაზე,
ლოგიკური აზროვნებისა და საკუთარი აზრის სწორად არგუმენტაციის უნარის გამომუშავებაზე.
კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ფილოსოფოსთა ნააზრევს, მხატვრულ ტექსტებს, გაეცნობიან ფილმებს. იმსჯელებენ წამოჭრილ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც მათ ზოგად განათლებასა და მსოფლმხედველობას მნიშვნელოვნად გააფართოვებს.

📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ – კვირა დღეს.

⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2სთ (5-6, 7-8 ასაკისათვის 1 საათი და 40 წუთი).

⏳ კურსის ხანგრძლივობა – 7 თვე.

🔖 საკვირაო სკოლის საფასური – თვე (4 შეხვედრა) 125 ლარი.

🔖 ერთიანი გადახდის შემთხვევაში – 735 ლარი (7 თვე)

🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთ წლიანი 0%-იანი განვადება.

🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.

📍მისამართი: რუსთავი, ალექსანდრე პუშკინის 2, კაფე ასკილი

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 📞 558545525 📞 555191363

რეგისტრაცია

რეგისტრაცია