აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი

    🗓 - 7 September
    ⏳ - 8:30

    🌼 აზროვნების აკადემია ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღს ხსნის! 🎉

    🎯აზროვნების აკადემიის მიზანია ბავშვი აღიზარდოს ფსიქოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, რომელიც მის პიროვნულ, ემოციურ და სოციალურ ფუნქციონირება-განვითარებას შეუწყობს ხელს.

    🏡ბაღის დირექტორის – ფსიქოლოგ ნინო ბუაძის და აკადემიის სხვა ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული პროგრამა ორიენტირებულია ბავშვის ისეთი ემოციური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა:

    🌟აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა;
    🌟მეტყველება, კომუნიკაცია, პრეზენტაცია;
    🌟ნატიფი და მსხვილი მოტორიკა;
    🌟ემოციური ინტელექტი;
    🌟ნებელობა, ემპათია, თანამშრომლობა;
    🌟აზროვნება, შემეცნება და ზოგადი ცოდნა-წარმოდგენები.

    🌈აზროვნების აკადემიის ბაღში ბავშვებს ჩამოუყალიბდებათ თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, ემპათიის, უსაფრთხოებისა და სამყაროს აღქმის უნარი, რაც ხელშემწყობი იქნება ბავშვის სასკოლო გარემოში ადაპტაციისა და, ზოგადად, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.

    🐧ბაღში მიიღებიან 3-6 წლამდე ასაკის ბავშვები;
    🎒5-6 წლის პატარები ფრესქულის (სკოლისთვის მოსამზადებელ ჯგუფში) ჩაირიცხებიან.

    👧👦ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობაა 12-15 ბავშვი. პატარებთან იმუშავებენ პროფესიონალი, ენერგიული პედაგოგები და ფსიქოლოგიური განათლების მქონე აღმზრდელები. ბაღის აკადემიური პერსონალი სასწავლო წლის დაწყებამდე გადამზადდება აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგების მიერ. პედაგოგები ყოველდღიურად აღწერენ ბავშვების უნარების განვითარების პროცესებს და პერიოდულად შესაბამის რეკომენდაციას მიაწვდიან მშობლებს. ბაღის დირექტორისა და აკადემიის სხვა ფსიქოლოგების მიერ სისტემატურად გაიმართება მშობლებთან შეხვედრები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

    🎡აზროვნების აკადემიის ბაღში ყველა აქტივობა თამაშის გზით ხორციელდება; ჩვენთან სწავლის პროცესი ბავშვისათვის სასურველი და სახალისოა:
    🖍მოტორული უნარების განვითარებაზე ბაღში არსებული სენსორული ოთახი იზრუნებს, სადაც ბავშვები მხედველობის, ყნოსვის, მგრძნობელობის გაუმჯობესებაზე იმუშავებენ; განივითარებენ თვითკონტროლსა და თვითმომსახურების უნარებს;
    📚უცხო ენის დასწავლისთვის პედაგოგები ბავშვებს ინტერაქციულ თამაშებს შესთავაზებენ;
    🎭პატარებს ექნებათ ცეკვის, მუსიკის, ლიტერატურის, ხატვის, ძერწვისა და სხვა მითოდრამული და არტ-თერაპიული აქტივობები;
    🗣მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვის მიზნით ბავშვებთან პერიოდულად იმუშავებს ლოგოპედი;
    🌳დღის განრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი ეზოში აქტივობებს დაეთმობა;
    🍏ბავშვები დღეში ოთხჯერ ეკოლოგიურად ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს მიირთმევენ;
    🚌აღსაზრდელები სისტემატურად იქნებიან ჩართულნი გასვლით შემეცნებით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

    🏠აზროვნების აკადემიის ბაღი პატარებს 08:45-დან 19:00-მდე მოემსახურება. სურვილის შემთხვევაში, ბავშვები მოსასვენებელი ოთახებითაც ისარგებლებენ. მათ უსაფრთხოებაზე იზრუნებს დაცვის სამსახური. ბაღში დამონტაჟებული კამერების საშუალებით, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში თვალი ადევნონ თავიანთ პატარებს.

    🔖 ბაღის ყოველთვიური საფასური განისაზღვრება – 950დან-1150ლარამდე.
    👫 დედმამიშვილების შემთხვევაში სწავლის საფასური მცირდება 10-10%-ით;

    ➡სურვილის შემთხვევაში, შეგეძლებათ ისარგებლოთ დამატებითი სერვისებით:
    🚐ტრანსპორტის მომსახურება;
    🎨საშაბათო-საკვირაო ჯგუფები;
    ☀საზაფხულო ჯგუფები.

    🏘 აზროვნების აკადემია ბაღის გახსნას თბილისის რამდენიმე რაიონში გეგმავს. საწყის ეტაპზე, ბაღის ლოკაცია განისაზღვრება მსურველთა რეგისტრაციიდან გამომდინარე. ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ლოკაცია 👉 https://forms.gle/BCWeQBpNDSWk2eRx5

    🎊დარეგისტრირებულ პირებს აზროვნების აკადემია მარტში საბავშვო ბაღის პროგრამის პრეზენტაციაზე გიმასპინძლებთ.

    ☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 🔹 595045644

    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია