თვითრეალიზაციის და ურთიერთობის ფსიქოლოგიის კურსი

✨ თვითრეალიზაციის და ურთიერთობის ფსიქოლოგიის კურსზე 12-17 წლის მოზარდებისათვის სექტემბრის ჯგუფებში რეგისტრაცია იწყება !

✅ შეხვედრებზე მოზარდები იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა თვითშეფასება, მისი რეგულაცია, სწორი კომუნიკაცია, სოციალიზაცია და თვითრეალიზება ახალ გარემოში, საკუთარი თავის წარდგენის უნარი, გუნდში მუშაობის სირთულეები და უნარები, თვითპრეზენტაცია და სხვა.

✅ შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ინტერაქციის ფორმატს, მოზარდების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით, დისკუსიებით, ფსიქოდრამებით, პროექციული ტესტებით და თეორიული ინფორმაციით.

✅ კურსის თემები: თვითრეალიზაცია, თვითშეფასების რეგულაცია, სწორი კომუნიკაციის პრინციპები, საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან ურთიერთობა, მოსმენის ტექნიკები, ემოციების მართვა, სხეულის ენა, პოზიტიური აზროვნება, მართვის და გავლენის ფსიქოლოგია, კომპლექსები და შიშები, სტრესული სიტუაციების მართვა, ადამიანებთან ურთიერთობის თავისებურებები – აღქმა, მიკერძოება, სტერეოტიპები, სიმორცხვის ფსიქოლოგია, კომპლიმენტები და მანიპულაციები, კომუნიკაცია და ასერტული ქცევა

🔹 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის. ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.

✅ კურსს გაუძღვებიან ფსიქოლოგები ნინო ბუაძე და ნინი ელბაქიძე
⏳ კურსის ხანგრძლივობა – 5 თვე (20 შეხვედრა)
⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1 საათი და 45 წუთი.
⏳ შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ.
🔖 სრული კურსის ღირებულება- 690₾
🔖 ერთი თვის საფასური -160₾
🔖 დედმამიშვილებისათვის მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.
📌 მისამართი: ირაკლი გამრეკელის 41.
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 133 305

რეგისტრაცია