
🎯 კურსი განკუთვნილია 14-17 წლის მოზარდებისთვის
🌟კურსის მთავარი თემა არის ფილოსოფია. კურსის ფარგლებში მსჯელობა წარიმართება ფილოსოფიური პრობლემატიკის გარშემო განსაკუთრებული, ანალიტიკური მეთოდიკით, რომელიც დაკავშირებულია ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, სოკრატეს სახელთან. სოკრატული მეთოდიკის უნიკალურობა მდგომარეობს არა მზა და განსაზღვრულ პასუხთა ურთიერთგაცვლაში, არამედ ცოცხალ სააზროვნო პროცესში ყველა ამ პასუხთა გადააზრებასა და გაანალიზებაში.
🔹 შესაბამისად, სოკრატეს საკლასო ოთახი ჩვეულებრივი სასკოლო კლასისგან განსხვავდება იმით, რომ იგი არ არის ორიენტირებული მონაწილეთა ინფორმირებაზე, არამედ მონაწილეთა აზროვნებაზე. სოკრატეს საკლასო ოთახში მონაწილეობისათვის არანაირი წინაპირობა არ არის გათვალისწინებული. კურსის თემატიკა წინასწარ არის შედგენილი პედაგოგის მიერ, თუმცა სილაბუსი ღიაა და დამოკიდებულია თავად სოკრატეს საკლასო ოთახის მუშაობის პროცესზე, რაც იმას გულისხმობს, რომ თემატიკა განისაზღვრება ჯგუფის აზროვნების მიმართულებით.
🔶კურსის მეთოდიკა აგებულია ისეთი ავტორების ნაშრომებზე, როგორებიცაა მეთიუ ლიპმანი, სარა-დეივი ჩესტერსი და აგრეთვე დევიდ ბომის დიალოგური პრაქტიკის გარკვეული ასპექტების გათვალისწინებით. სოკრატეს საკლასო ოთახი მიზნად არ ისახავს ფილოსოფიურ პრობლემათა ამოხსნასა და გადაჭრას. კურსის მიზანი მდგომარეობს თავად მის პროცესში, ისეთი გარემოს შექმნაში, რომელიც პირველ რიგში, დიალოგურ ხასიათს ატარებს და მონაწილეებს ასწავლის ერთმანეთის აზრების პატივისცემასა და მოსმენას.
🔹 კურსის შედეგად, თითოეული მონაწილე საუბრებში ჩართულობითა და შეკითხვათა ანალიზით გამოიმუშავებს მსჯელობისა და აზრის ჩამოყალიბების უნარს. სოკრატული საკლასო ოთახი ხელს შეუწყობს მონაწილეებში შემოქმედებითი უნარის განვითარებას, პიროვნულ და ინტერპერსონალურ ზრდას და, რაც მთავარია, იგი მოემსახურება ისეთი მეგობრული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, რის გარეშეც შეუძლებელია ფილოსოფია.
🔰 კურსის ფარგლებში შეხვედრები დაეთმობა ისეთ საკითხებს როგორებიცაა:
▶ფილოსოფია და სოკრატული მეთოდი. ფილოსოფიური და მითოსური მსოფლმხედველობა. ფილოსოფია და მოცალეობა
▶ფილოსოფია და კომუნიკაციის პრობლემა – ფილოსოფია, როგორც დიალოგი
▶სოკრატე – ფილოსოფოსის არქეტიპი
▶პლატონური ფილოსოფიის საფუძვლები. შვიდი თავისუფალი ხელოვნება
▶ფილოსოფია და სიყვარული – ეროსი, როგორც მამოძრავებელი ძალა
▶ოთხი კარდინალური სათნოება და ფილოსოფია
▶ფილოსოფოსი თავისუფლებასა და აუცილებლობას შორის
▶ათენი და იერუსალიმი – მიმართება ცოდნასა და რწმენას შორის
▶რა არის ადამიანი? გმირი ანტიკურ სამყაროში და პიროვნების პრობლემა
▶„ფილოსოფია, როგორც მზადება სიკვდილისათვის“ და უკვდავების ძიება
▶გონება და სხეული – ფსიქოფიზიკის პრობლემა
▶მორალი და ადამიანი
▶საზრისის პრობლემა და ტანჯვის მნიშვნელობა
▶მერაბ მამარდაშვილი – ღირებულება და ღირებულებათა სამყარო
▶პოეზია და ენის ფილოსოფია
▶ფილოსოფია, როგორც გზა – შემოქმედება და თვითშემოქმედება
🔷 კურსს წარმართავს ფილოსოფოსი დაჩი ფაჩულია
⏳ კურსის ხანგრძლივობა – 4 თვე (16 შეხვედრა)
⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1 სთ და 50 წთ.
🎯 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ:
⏱ შაბათი- 16:30 სთ.
🔖 სრული კურსის საფასური – 400₾
დედმამიშვილებისთვის – 360₾
🔖 ყოველთვიურად გადახდისას – 120₾
დედმამიშვილებისთვის – 110₾
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ სხვა ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 📞 598 133 331