სკოლისთვის ფსიქო-ემოციური მზაობის კურსი ღია სივრცეში

 

🌳☀ აზროვნების აკადემია გთავაზობთ სკოლისთვის ფსიქო-ემოციური მზაობის კურსს, ღია სივრცეში!

🟨 სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი მიზნად ისახავს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ანალიზს. დაგეგმილი აქტივობები ბავშვის აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების, წარმოსახვის, ნებელობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შემეცნებისა და ზოგადი ცოდნა წარმოდგენების, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარების ხელშემწყობია.

🎨 შემოქმედებითად მრავალფეროვანი სავარჯიშოები ასევე მოიცავს კოგნიტურ, ფუნქციონალურ, კონსტრუქტულ, სიმბოლურ თამაშებს, რომელიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.

⭐ბავშვებს უვითარდებათ უნარები, რომელიც დაეხმარებათ სკოლაში მიწოდებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ ათვისებაში, უცხო გარემოში მარტივად ადაპტაციაში, უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

🔹 შეხვედრებს წარმართავენ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები: ნინო ბუაძე და მარიამ კოპალეიშვილი.

🕗 შეხვედრები შედგება კვირაში ორჯერ, შაბათსა და კვირას.

⌛ გაკვეთილის ხანგრძლივობა 1სთ და 25 წთ.

🔖 ერთი თვის (8 შეხვედრა) ღირებულება 270 ლარი

🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

▶ მისამართი: ირაკლი გამრეკელის 41

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 133 305

რეგისტრაცია