სკოლისთვის ფსიქო-ემოციური მზაობის ინტენსიური კურსი

 

კურსის აღწერა

აკადემიური სწავლის დაწყება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ნიშვნელოვანი ეტაპია. ეს ის ადგილია სადაც ბავშვები დგებიან ახალი გამოწვევების წინაშე: გაატარონ უფრო მეტი დრო მერხთან, ვიდრე ამის სურვილი აქვთ, ყურადღებით უსმინონ მასწავლებელს და და შეასრულონ ინსტრუქციები; ისწავლონ რიგითობის დაცვა; გაუმკლავდნენ არასასურველ შეფასებებს და ა. შ. განვითარების ფსიქოლოგია ხაზს უსვამს ბავშისა და მოზარდის სოციალიზაციის მნიშნელობას სკოლაში,  აკადემიური განათლების მიღებასთან ერთან.   მეტიც, აკადემიური ცოდნის მიღებისა და გამოყენების ხარისხზე გავლენას ახდენს ისეთი უნარები და კომპეტენციები, როგორიცაა ემოციების მართვა, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარი, ემპათია, გუნდური მუშაობა, საკუთარი თავის წარდგენა, თვითრეალიზაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, საკუთარი და სხვების ინტერესების გაგება და გათვალისწინება.

კურსის მიზანი

🌟 სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი მიზნად ისახავს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ანალიზს. დაგეგმილი აქტივობები ბავშვის აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების, წარმოსახვის, ნებელობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შემეცნებისა და ზოგადი ცოდნა წარმოდგენების, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარების ხელშემწყობია.

🌟 შემოქმედებითად მრავალფეროვანი სავარჯიშოები ასევე მოიცავს კოგნიტურ, ფუნქციონალურ, კონსტრუქტივისტულ, სიმბოლურ თამაშებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.

🌟 ბავშვებს უვითარდებათ უნარები, რომლებიც დაეხმარებათ სკოლაში მიწოდებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ ათვისებაში, უცხო გარემოში მარტივად ადაპტაციაში. უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

კურის ფორმატი

ფორმატი ითვალისწინებს ჯგუფურ მუშაობას და ჯგუფში ინდივიდუალურ მიდგომას, რომელიც დამხმარეა ემოციური თვითრეგულაციისა და ისეთი სოციალური უნარების განვითარებისთვის, როგორიცაა: თანამშრომლობა, გაზიარება, რიგითობის დაცვა, მხარდაჭერა, სხვისი აღიარება და საკუთარი ღირებულების აღქმა, უკუკავშირის მიღება, უარყოფითი ქცევის კორექცია და დადებითი ქცევის განმტკიცება, წესების ერთობლივი შეთანხმება და დაცვა, ემოციური მხარდაჭერა და ემპათია.

 

კურსში შემავალი აქტივობებია

თითოეული შეხვედრა მოიცავს 3-4 განსხვავებულ აქტივობას.

  • არტთერაპია – მოიცავს შემდეგ შემოქმედებით აქტივობებს: ხატვა, ძერწვა, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები, მეტაფორული ბარათები. მუშაობა იქნება ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: დაბალი თვითშეფასება, ფობიები, კომპლექსები და სხვა პიროვნების განვითარებისთვის შემაფერხებლი ფაქტორები.
  • ფსიქოლოგიური აქტივობები – მიმართულება ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს. ბავშვებს უვითარდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი.
  • როლური თამაშები – ემოციურ და ქცევით თვითრეგულაციას, წარმოსახვის უნარის განვითარას უწყობს ხელს.
  • სამაგიდო თამაშები: ბავშვებს უვითარდეებათ რიგითობის დაცვის, სხვისი გათვალიწინების, ყურადღების კონცენტრაციის უნარები, ნატიფი მოტორიკა.
  • ფიზიკური აქტივობები- თამაშები – რომელიც ემოციური რეგულაციის უნარის, მსხვილი მოტორიკის განვითარებაზეა მიმართული.
  • შემეცნება – მოსწავლეები გაეცნობიან საინტერესო მოვლენებს, შეიძენენ ზოგად ცოდნა – წარმოდგენებს ბუნების, ხელოვნების, ტექნოლოგიების, კოსმოსის შესახებ.
  • ლოგიკა – მიზნად ისახავს ლოგიკური უნარების, კრიტიკული აზროვნების უნარის, ყურადღების, მეხსიერების უნარების განვითარებას.

კურსის პედაგოგები

  • შეხვედრებს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის პედაგოგები.
  • პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის.  ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.

კურსის ბოლოს ბავშებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა:

შეხვედრები ჩატარდება კვირაში სამჯერ (სამუშაო დღეებში) ან კვირაში ორჯერ (შაბათ-კვირას)

თითოეული შეხვედრის ხანგრძივობა: 1სთ და 30 წთ

კურსის ღირებულება:

თვე – კვირაში სამჯერ (სამუშაო დღეებში) – 390 ლ

თვე – კვირაში ორჯერ (შაბათსა და კვირას) – 290 ლ

დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

🔹 მისამართი: თ. იოსებიძიძის 57(სამუშაო დღეებში), ი. გამრეკელის 41 (შაბათ-კვირა).

☎ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია