
🌟 აზროვნების აკადემია 15 მაისიდან გთავაზობთ ინტენსიურ კურსებს 5-17 წლის მოზარდებისთვის, ღია სივრცეში! 🌳
🔰 ინტეგრირებული პროგრამა მორგებულია თითოეულ ასაკობრივ კატეგორიას და აერთიანებს რამდენიმე ძირითად მიმართულებას: ფსიქოლოგია, მხატვრული ლიტერატურა, ფილოსოფია და ანალიტიკური აზროვნება.
მოზარდები ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:
🔹 5-6 🔹 7-8 🔹 9-11🔹 12-14 🔹 15-17
🟨 5-დან 12 წლამდე მოზარდების კურსი გულისხმობს მხატვრული ლიტერატურისა და ფსიქოლოგიის შეხვედრებს.
🟩12-დან 17 წლამდე მოზარდების კურსი აერთიანებს ფსიქოლოგიას, მხატვრულ ლიტერატურას, ფილოსოფიასა და ანალიტიკურ აზროვნებას.
📚 📖 მხატვრული ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში ბავშვები ეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, მსჯელობენ ტექსტებზე და განიხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს.
პროგრამები თემატიკისა და მიდგომების თვალსაზრისით იცვლება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. კურსი დატვირთულია ზღაპრებით, იგავებით, მითებით , კლასიკური თუ თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებებით, ასევე ფილოსოფიური ტექსტებითა და საკითხებით უფროს ასაკობრივ კატეგორიაში.
შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა.
💡 ფსიქოლოგიის შეხვედრებზე ჯგუფი ფსიქოლოგთან ერთად განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, მიჯაჭვულობა…)
მეგობრულ, თავისუფალ გარემოში თანატოლები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ.
📚 ფილოსოფიის და ანალიტიკური აზროვნების კურსი მოზარდებისათვის ორიენტირებულია ანალიზური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაზე. მოზარდი სწავლობს ლოგიკურ აზროვნებასა და საკუთარი აზრის სწორად არგუმენტას.
კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ფილოსოფოსთა ნააზრევს, მხატვრულ ტექსტებს, ფილმებს. იმსჯელებენ წამოჭრილ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც მათ ზოგად განათლებასა და მსოფლმხედველობას მნიშვნელოვნად გააფართოვებს.
🔷 კურსს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები და ლიტერატურის მასწავლებლები.
⭐ აზროვნების აკადემია არის ადგილი, სადაც მოზარდებისთვის შემეცნება მოსაწყენი და მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად, სახალისო და საინტერესოა. ეს არის სივრცე აზრთა გაცვლა-გამოცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის.
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ, შაბათს და კვირას.
⏳შეხვედრის ხანგრძლივობა – 1სთ და 40 წთ (5-6, 7-8 ასაკისათვის 1 საათი და 20 წუთი).
🔖 ერთი თვის საფასური – 8 შეხვედრა – 260 ლარი.
🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
▶ მისამართი: ირაკლი გამრეკელის 41
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 13 33 31