„საჯარო გამოსვლების ხელოვნება“ - ანდრო დგებუაძე

Showing 1–12 of 57 results

🌟 აზროვნების აკადემია წარმოგიდგენთ ანდრო დგებუაძის  საავტორო კურსს – „საჯარო გამოსვლების ხელოვნება“

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

🎯 ანდრო:
„საჯარო გამოსვლების ხელოვნებაში ბოლო წლებში დიდი ცვლილებები მოხდა. ძირეულად შეიცვალა ტენდენციები. თუ ადრე პროფესიონალურად ითვლებოდა უფრო აკადემიური, დახვეწილი, კარგად ნაფიქრი საუბრის სტილი, დღეს მეტი ყურადღება ეთმობა ემოციას, „ნაღდობას“ და რაც მთავარია ბალანსს – სათქმელის სიღრმესა და თხრობის სიმსუბუქეს შორის.
წესით ქართველებისთვის ეს მთლად უცხო ხილი არ უნდა იყოს. მაინც, სუფრაზე გაზრდილი ხალხი ვართ, მაგრამ არის საიდუმლოებები, რომელიც ნათელს ჰფენს თუ როგორ უნდა აეწყოს კარგი საჯარო გამოსვლის სტრუქტურა და როგორ უნდა წარიმართოს ის აუდიტორიის წინაშე – თანამშროლებთან თათბირზე, ხელმძღვანელობასთან პრეზენტაციის დროს, სცენიდან სიტყვით გამოსვლისას თუ კამერის წინაშე ინტერვიუს დროს“.

▶ კურსი დაიწყება 15 ნოემბერს

▶ კურსი შედგება 5 შეხვედრისგან.

▶ ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს 20:00 საათზე

▶ კურსის ღირებულება – 975 ლარი

▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება.

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-დან 3 საათამდე

📍 მისამართი: იოსებიძის 57 (აზროვნების აკადემია)

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია