✨ აზროვნების აკადემიის რუსთავის საკვირაო სკოლაში რეგისტრაცია იწყება!
🔰 აზროვნების აკადემია არის ადგილი, სადაც მოსწავლეთათვის ცოდნის და გამოცდილების შეძენა მოსაწყენი და მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად სახალისო და საინტერესოა. ეს არის სივრცე ანალიტიკური აზროვნების, თვითშემეცნების და შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად.
🔰 მოზარდები ნაწილდებიან ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:
✔5-6 ✔7-8 ✔9-11 ✔12-15
🔰 საკვირაო სკოლაში იქნება შემდეგი მიმართულებები:
📚 მხატვრული ლიტერატურა;
💡 ფსიქოლოგია;
🎯 მიმართულებები მორგებულია ასაკობრივი კატეგორიების სპეციფიკას.
📚 📖 მხატვრული ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, იმსჯელებენ ტექსტებზე და განიხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს.
📚 ✅ პროგრამები თემატიკისა და მიდგომების თვალსაზრისით იცვლება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. კურსი დატვირთული იქნება ზღაპრებით, იგავებით, მითებით (შესაბამის ასაკში), კლასიკური თუ თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებებით, ასევე ფილოსოფიური ტექსტებითა და საკითხებით უფროს ასაკობრივ კატეგორიაში.
📚 ✅ შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა, მოზარდის წიგნთან დაახლოება, ტექსტებთან საინტერესო, სახალისო, სიღრმისეული მიდგომის ჩამოყალიბება.
💡 ფსიქოლოგიის მიმართულება კომპლექსური კურსია მოზარდებისათვის, ფსიქოლოგთან ერთად ჯგუფი განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტ დამოკიდებულება…)
მეგობრულ, თავისუფალ გარემოში თანატოლები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ.
✅ ფსიქოლოგი თითოეული პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და გამკლავების გზებზე მოზარდთათვის გასაგები ენით საუბრობს.
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ – კვირა დღეს.
🔖 საკვირაო სკოლის საფასური – თვე 140 ლარი.
🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთ წლიანი 0%-იანი განვადება.
🔖 დედმამიშვილების შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.
📍 მისამართი: რუსთავი, პუშკინის 2, კაფე ასკილი.
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40