
✨ აზროვნების აკადემიის ქუთაისის საკვირაო სკოლის სექტემბრის ჯგუფებში რეგისტრაცია გრძელდება !
💡 საკვირაო სკოლაში არის სივრცე ანალიტიკური აზროვნების, თვითშემეცნების და შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად.
🔰 მონაწილეები ნაწილდებიან ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:
✔ 7-8 ✔ 9-11 ✔ 12-14 ✔ 15-17
🔰 საკვირაო სკოლაში იქნება შემდეგი მიმართულებები:
📚 მხატვრული ლიტერატურა;
💡 ფსიქოლოგია.
🎯 მიმართულებები მორგებულია ასაკობრივი კატეგორიების სპეციფიკას.
📚 📖 მხატვრული ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, იმსჯელებენ ტექსტებზე და განიხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს.
✅ პროგრამები თემატიკისა და მიდგომების თვალსაზრისით იცვლება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. კურსი დატვირთული იქნება ზღაპრებით, იგავებით, მითებით (შესაბამის ასაკში), კლასიკური თუ თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებებით, ასევე ფილოსოფიური ტექსტებითა და საკითხებით უფროს ასაკობრივ კატეგორიაში.
✅ შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა, მოზარდის წიგნთან დაახლოება, ტექსტებთან საინტერესო, სახალისო, სიღრმისეული მიდგომის ჩამოყალიბება.
📚 ლიტერატურის მიმართულებას უძღვება ლიტერატორი მარიტა კაპანაძე.
💡 ფსიქოლოგიის მიმართულება კომპლექსური კურსია მოზარდებისათვის, ფსიქოლოგთან ერთად ჯგუფი განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტ დამოკიდებულება…)
მეგობრულ, თავისუფალ გარემოში თანატოლები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ.
✅ ფსიქოლოგი თითოეული პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და გამკლავების გზებზე მოზარდთათვის გასაგები ენით საუბრობს.
💠 ფსიქოლოგიის მიმართულებას უძღვებიან ფსიქოლოგები ნინი ელბაქიძე და ელენე ყიფიანი.
🔰 აზროვნების აკადემია არის ადგილი, სადაც მოსწავლეთათვის ცოდნის და გამოცდილების შეძენა მოსაწყენი და მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად სახალისო და საინტერესოა. ეს არის სივრცე ანალიტიკური აზროვნების, თვითშემეცნების და შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად.
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ – კვირა დღეს.
⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1 სთ და 50 წთ (7-8 ასაკისათვის 1 საათი და 30 წუთი).
⏳ კურსის ხანგრძლივობა – 9 თვე და 2 კვირა
🔖 საკვირაო სკოლის საფასური – თვე (4 შეხვედრა) 125 ლარი
🔖 ერთიანი გადახდის შემთხვევაში – 885 ლარი (9 თვე და ორი კვირა)
🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადება.
🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება
📌 მისამართი: ხახანაშვილის #10, სასტუმრო სოლომონი
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 133 331