ქრისტიანული ღვთისმეტყველების კურსი

 

✅ აზროვნების აკადემიაში ქრისტიანული ღვთისმეტყველების კურსი იწყება

👉 კურსი მიმოიხილავს ქრისტიანობის დოქტრინალურ და ინტელექტუალურ საფუძვლებს, რომლებმაც ნაწილობრივ განსაზღვრა კიდეც ევროპული კულტურა. კურსი განიხილავს ქრისტიანულ დოგმატებს, რომლებიც შეიცავს ქრისტიანული მსოფლმხედველობის ოფიციალურ ფორმულირებას. განხილულია აგრეთვე ის ფორმულირებები, რომლებიც უპირისპირდებოდა ორთოდოქსულ სწავლებას და შედეგად ერესებად იქცა.

👉 კურსი დაიწყება თავად ღვთისმეტყველების განსაზღვრებით, თუ რაში მდგომარეობს თეოლოგიის ამოცანა და რა განსხვავებაა კლასიკურსა და თანამედროვე ღვთისმეტყველებას შორის. მიმოხილული იქნება ქრისტიანული რელიგიის ინტელექტუალური საფუძვლები. როგორ განვითარდა იგი „დოგმატურ“ რელიგიად, რის საფუძველზე ჩამოყალიბდა ცალკეული იდეები ორთოდოქსულად, ხოლო გარკვეული ნაწილი კი ჰეტეროდოქსულად. განხილული იქნება, თუ რის შესახებ კამათობდნენ უშუალოდ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე და რა პროცესები მიმდინარეობდა ამ კრებებს მიღმა. ვიმსჯელებთ, თუ რა მეთოდოლოგიებს ეფუძნებოდა ქრისტიანული ღვთისმეტყველება, რა სახის ესქატოლოგიური ხედვები არსებობდა ქრისტიანობაში, როგორ უპირისპირდებოდა ქრისტიანობა ციკლური დაბრუნების თეორიებს და როგორ იბადებოდა ქრისტიანობის წიაღში ინდივიდუალური თავისუფლებისა და პიროვნების გაგებები. განვიხილავთ, თუ რა განსხვავება არსებობს დასავლურ და აღმოსავლურ ღვთისმეტყველებას შორის, რის საფუძველზე მოხდა ეკლესიების განყოფა და როგორ განვითარდა დოგმატის ისტორია ახალ დროში – თუ რა გავლენას ახდენდა დოგმატური საკითხები კულტურის მომავალ განვითარებაზე. დასასრულ, ვნახავთ, რა გავლენა აქვს ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას თანამედროვე მეცნიერებასა და მსოფლმეხდველობაზე.

✨ კურსის ფარგლებში გაიმართება 28 შეხვედრა:

▶ ღვთისმეტყველების დეფინიცია და კლასიკური ღვთისმეტყველების ამოცანა – ზურაბ კიკნაძე

▶ ქრისტიანული ღვთისმეტყველება წინადოგმატიკულ პერიოდში (აპოკალიპტიკა; აპოლოგეტიკა) – ზურაბ კიკნაძე

▶ სამების საიდუმლოება (ძე ღმერთი, როგორც მამის ერთარსი; ტრიადა და მონადა; ნიკეისა და კონსტანტინეპოლის კრებები; კაპადოკიელები და არიანიზმი – თეიმურაზ ბუაძე

▶ ეფესოს კრებები (ნესტორიანიზმი; პელაგიანიზმი; ქალწული მარიამი, როგორც ღვთისმშობელი;) – თეიმურაზ ბუაძე

▶ ღმერთკაცის პიროვნება (ქრისტოლოგიური დოქტრინის წინაპირობები; დოგმა ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ; ქალკედონის საეკლესიო კრება; ნესტორიანიზმი; სამი თავის პრობლემა) – თეიმურაზ ბუაძე

▶ ბუნება და მადლი (ქრისტიანული ანთროპოლოგია, მადლის პარადოქსულობა – ნეტარი ავგუსტინე და ეკლესიის მამები; მადლი და სრულყოფა) – დეკანოზი ლევან მათეშვილი

▶ ფილონ ალექსანდრიელისა და ორიგენეს საღვთისმეტყველო მოძღვრებები – თეიმურაზ ბუაძე

▶ ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლა – დეკანოზი ლევან მათეშვილი

▶ ანტიოქიური საღვთისმეტყველო სკოლა – დეკანოზი ლევან მათეშვილი

▶ ავგუსტინიანური ღვთისმეტყველება – თეიმურაზ ბუაძე

▶ არეოპაგიტული კორპუსი (ზეციური და ეკლესიასტური იერარქიები; საღვთოთა სახელთათვის) – თეიმურაზ ბუაძე

▶ ერთიანობა და დაყოფადობა ქრისტეში (“Μία φύσις τοῦ Θεοῦ Λόγου σεσαρκωμένη” – კირილე ალექსანდრიელის ფორმულის ინტერპრეტაციები; ჰიპოსტასთა დუალობა, ღმერთი-ლოგოსის ერთი ხორცშესხმული ბუნება, ქმედებები და ნებელობანი მათ მთლიანობაში; კონსტანტინეპოლის მესამე კრება; მონოთელიტიზმი და მონოენერგიზმი) – გოჩა ბარნოვი

▶ ეკლესიის მამათა ავტორიტეტი (მაქსიმე აღმსარებელი, იოანე დამასკელი, ხსნის უცვლელი ჭეშმარიტება, ტრადიციული დოქტრინის ნორმები) – ედიშერ ჭელიძე

▶ უხილავის სახეები (დაწერილი და დაუწერელი სახეები, სახეები, როგორც კერპები; სახეები, როგორც ხატები; ნიკეის მეორე კრება; ხატთმებრძოლობა და ხატთთაყვანისცემა)  – დეკანოზი ლევან მათეშვილი

▶ ლათინური ეკლესიის გამოწვევა (დიდი სქიზმის წინაპირობანი; Filiōque) – დეკანოზი ლევან მათეშვილი

▶ ბიზანტიური ღვთისმეტყველება X-XI საუკუნეებში (სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი; საბოლოო წყვეტა დასავლურ ღვთისმეტყველებასთან, აღმოსავლური ეკლესიის თავისებურების წარმოჩენა) – ლევან გიგინეიშვილი

▶ X-XI საუკუნეების დასავლური ღვთისმეტყველება (ხსნის გეგმა – ōrdō salūtis, ანსელმ კენტერბერიელი „რატომ გახდა ღმერთი ადამიანი“; ანსელმ კენტერბერიელი Proslogium, monologium და ონტოლოგიური არგუმენტი. სამართლიანობისა და მადლის პარადოქსი; იესოს დისციპლინა; ჯვარი, როგორც კაცობრიობის ხსნა – პეტრე აბელიარის თეოლოგია; ისტორიის უფალი – ბერნარდ კლერვოელის ღვთისმეტყველება) – მიხეილ მირაშვილი

▶ SVMMA THEOLOGICA (კათოლიკური ტრადიციის რეინტეგრაცია; ბუნებრივი თეოლოგია და სქოლასტიკური მეთოდი) – მიხეილ მირაშვილი

▶ დიდი განხეთქილება ქრისტიანულ სამყაროში, 1054 წ. – დავით თინიკაშვილი

▶ ისიქაზმი – მოძღვრება ღვთის ენერგიებისა და ღვთის არსების შესახებ  – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

▶ სახარება, როგორც ეკლესიის საგანძური (ლუთერი 1517: ეკლესიის ჭეშმარიტი საგანძური არის ღვთის დიდებისა და მადლის უწმინდესი სახარება; ღვთაებრივი სამართლიანობა და ადამიანური უფლებრიობა; რწმენით გადარჩენა; მადლისა და ჯვრის თეოლოგია – ფილიპ მელანქტონი; სახარების ცენტრალურობა)  – დეკანოზი ლევან მათეშვილი

▶ დოქტრინალური მთლიანობა გვიანდელ შუა საუკუნეებში (თომა აქვინელისა და ბონავენტურას ავგუსტინიანური სინთეზის მიღმა – იოანე დუნს სკოტის სისტემა (XIII)) – ლევან გიგინეიშვილი

▶ პროტესტანტული ღვთისმეტყველების საფუძვლები – ლაშა ბართია

▶ მარტინ ლუთერი და რეფორმაცია – დეკანოზი ლევან მათეშვილი

▶ რეფორმაციის შედეგები ევროპაში – პიეტიზმი, პურიტანიზმი და იანსენიზმი – დეკანოზი ლევან მათეშვილი

▶ ეკლესია და მისიონერობა XX საუკუნეში – დეკანოზი ლევან მათეშვილი

▶ რუსული რელიგიური ფილოსოფია – აღმოსავლური ეკლესიის სწავლების ექსპლიცირების მცდელობა (ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფია და ღვთისმეტყველება; ეკლესიათა გაერთიანების მცდელობა; ღმერთკაცობრიობა; ნიკოლაი ფიოდოროვი – სწავლება აღდგომის შესახებ; სერგეი ბულგაკოვი; ნიკოლაი ბერდიაევი; ტრუბეცკოი; სემიონ ფრანკი; ვლადიმერ ლოსკი; ჯონ მეიენდორფი, გიორგი ფლოროვსკი) დაჩი ფაჩულია

▶ ქრისტიანული დოქტრინა და თანამედროვე მეცნიერება – ლევან აბაშიძე

.📅 კურსი იწყება 8 ოქტომბერს, შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათობით 20:00 საათზე

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

▶ კურსის ღირებულება – 725₾.
▶ მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება
▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია