
✨ აზროვნების აკადემიის PRESCHOOL-ის რეგისტრაცია გრძელდება !
🌼 PRESCHOOL – სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი 5-6 წლის ბავშვებისთვის.
🌟 სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი მიზნად ისახავს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ანალიზს. დაგეგმილი აქტივობები ბავშვის აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების, წარმოსახვის, ნებელობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შემეცნებისა და ზოგადი ცოდნა წარმოდგენების, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარების ხელშემწყობია.
🌟 შემოქმედებითად მრავალფეროვანი სავარჯიშოები ასევე მოიცავს კოგნიტურ, ფუნქციონალურ, კონსტრუქტულ, სიმბოლურ თამაშებს, რომელიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.
🌟 ბავშვებს უნვითარდება უნარები რომელიც დაეხმარებათ სკოლაში მიწოდებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ ათვისებაში, უცხო გარემოში მარტივად ადაპტაციაში. უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარი.
🔹 შეხვედრებს გაუძღვება – ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან ერთად არტ თერაპევტი ია ჩიკვაიძე.
🎨 კურსი მოიცავს 38 შეხვედრას (9თვე და 2 კვირა)
🕗 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ.
⌛ ხანგრძლივობა: 1სთ. და 30წთ.
👥 ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია !
🔖 ფასი – თვე (4 შეხვედრა) – 160ლ.
🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება
🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.
📌 მისამართი: თინა იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 13 33 31