პლატონის ფილოსოფია

 

🎯 დაიწყო პლატონის ფილოსოფიის კურსზე რეგისტრაცია !

👉 მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფოსი ალფრედ ნორთ უაითჰედი ამბობდა, რომ მთელი დასავლური ფილოსოფიური ტრადიცია წარმოადგენს სხვას არაფერს, თუ არა სქოლიოს პლატონის ფილოსოფიისა. მართლაც, პლატონის გავლენა დასავლური აზროვნებისა და, ზოგადად, კულტურის განვითარებაზე, უკიდეგანოა და მისი შემოქმედების კვალი შეგვიძლია დავინახოთ, როგორც ჩვენი ყოველდღიური ყოფის, ერთი შეხედვით, სრულიად ბანალურ ასპექტებში, ასევე ისეთ კომპლექსურ მეცნიერებებში, როგორიცაა თეორიული ფიზიკა თუ სხვა. პლატონის მიერ განხილული საკითხები, როგორიცაა არსებობა და ქმნადობა, ერთეული და სიმრავლე, სულის სიმარტივე და უკვდავება, იდეალურობა, როგორც ჭეშმარიტი არსებობის ფორმა – ეს ის კონცეფციებია, რომლებმაც განსაზღვრეს დასავლური აზროვნების მიმართულება და დღემდე ისეთივე აქტუალურნი რჩებიან, როგორც მათი გაჩენის მომენტში.

🍁 კურსი გააერთიანებს ყველა პროფესიის, ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მსმენელს, რომლებსაც შეეძლებათ არაფორმალურ გარემოში, მსჯელობისა და ინტერაქციის ფორმატით საინტერესო მომხსენებლებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. კურსის მონაწილეებთან აქტიურ კავშირში იქნებიან არა მხოლოდ ლექტორები, არამედ მოდერატორებიც, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან სხვადასხვა ფილოსოფოს ავტორთა ტექსტებს, სამეცნიერო სტატიებს, სურვილისამებრ დაეხმარებიან დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში და გზას გაუკვალავენ მათ ამ საკმაოდ კომპლექსური დისციპლინის სიღრმეებში.

✨ კურსის ფარგლებში გაიმართება 12 შეხვედრა:

▶ პლატონის ფილოსოფიის საფუძვლები – პლატონი და სოკრატე – ლევან გიგინეიშვილი
▶როგორ ვიკითხოთ პლატონი – დიალოგური ფორმა, სიმბოლო და მეტაფორა – დაჩი ფაჩულია
▶პლატონის ინტელექტუალისტური ეთიკა – რა არის სიქველე? – ლევან გიგინეიშვილი
▶ პლატონის შემეცნებისა თეორია – “ანამნეზისი” – მიხეილ მირაშვილი
▶ პლატონის “იდეათა თეორიის” საფუძვლები – პაპუნა ჯილავდარი
▶ პლატონის თეორია სულის შესახებ – ლელა ალექსიძე
▶ პლატონის პოლიტიკური ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
▶ პლატონი მშვენიერებისა და “ეროსის” შესახებ( “ნადიმისა” და “ფედროსის” მიხედვით) – ანა ქირია
▶ პლატონური კოსმოლოგია – სამყაროს პლატონური კონცეფცია – ზაზა შათირიშვილი
▶ ზეგრძნობად იდეათა შესახებ კონცეფციის კრიტიკა (პლატონის “პარმენიდესა” და არისტოტელეს “მეტაფიზიკის მიხედვით)- პაპუნა ჯილავდარი
▶ მითოსი და ჭვრეტითი ცხოვრება პლატონის ფილოსოფიაში – ზაზა შათირიშვილი
▶ პლატონის ფილოსოფია მისი სიკვდილის შემდგომ – ანა ქირია

🎯 შეხვედრებს წარმართავენ:
✔ ფილოსოფოსი და ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი
✔ ფილოსოფოსი ლელა ალექსიძე
✔ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი
✔ ფილოსოფოსი და ფილოლოგი ანა ქირია
✔ ფილოსოფოსი დაჩი ფაჩულია
✔ ფილოსოფოსი მიხეილ მირაშვილი
✔ ფილოსოფოსი პაპუნა ჯილავდარი

📅 კურსი  შედგება 12 შეხვედრისგან. შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ორშაბათს 20:00 საათზე

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

▶ კურსის ღირებულება – 385₾.
▶ მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 270₾.
▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია