პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის განვითარების კურსი

Showing all 2 results

 

📣 პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის განვითარების კურსზე 5-17 წლის მოზარდებისათვის  რეგისტრაცია გრძელდება !

✅ ვინ არის პიროვნება და როგორ უნდა გამოიმუშავოს მან პიროვნული განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. რა არის ემოციური ინტელექტი, როგორ უნდა გაერკვე საკუთარ ემოციებში და აკონტროლოს ის? როგორ ამოიცნოს სხვისი ემოცია, შეძლოს სტრესთან გამკლავება, კონფლიქტების მართვა, სწორი კომუნიკაცია.

🔰კურსის ფარგლებში შეხვედრები დაეთმობა ისეთ საკითხებს როგორებიცაა:

▶ ემოციების მართვა.
▶ პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტი.
▶ პიროვნების ფსიქოსოციალური, ემოციური, კოგნიტური განვითარების ეტაპები და კრიზისები.
▶ ქცევა, ქცევის პროგნოზირება. განწყობა, მისი მნიშვნელობა ქცევის ფორმირებაში.
▶ პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბება (თეზა: არ არსებობს წაგება, არსებობს მოგება და გამოცდილება)
▶ მოტივაცია – მისი მნიშვნელობა, როგორ შევიქმნათ მოტივაცია.
▶ თვითპრეზენტაცია
▶ სხეულის ენა
▶ მიჯაჭვულობა
▶ თვითშეფასება
▶ შიშები, მათი დაძლევის გზები
▶ ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების რეგულაცია.
▶ კონფლიქტური ემოციური მდგომარეობები (სტრესი, აფექტი, ფრუსტრაცია)
▶ ემპათიის უნარის გამომუშავება
▶ემპათია, ასერტიულობა
▶პირველადი ემოციები
▶ემოციების გამოხატვის ფორმები
▶ აგრესია
▶კომპლექსები
▶მოსმენა, ყურადღების კონცენტრაცია
▶ბრაზის მართვა

✅ შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით, ფსიქოდრამებით, პროექციული ტესტებით და თეორიული ინფორმაციით.

✅ კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.

🔰 9-11 ასაკობრივი კატეგორიებისათვის კურსს უძღვება ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან ერთად ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი.
🔰 12-14, 15-17 ასაკობრივი კატეგორიებისთვის კურსს უძღვება ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.

📅 შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ.

⏳ ხანგრძლივობა 5-8 წლის ბავშვებისთვის: 1სთ და 20 წთ; 9-17 წლისებისთვის – 1 სთ, 40 წთ.

🔖 ყოველთვიურად გადახდისას – 160ლ.
🔖დედმამიშვილებისთვის მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება
🔖 ასევე მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება.

📌 მისამართი: თინა იოსებიძის #57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 13 33 31

რეგისტრაცია