პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის განვითარების საზაფხულო კურსი

აზროვნების აკადემია გთავაზობთ პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის განვითარების ინტენსიურ საზაფხულო კურსს 7-17 წლის მოზარდებისთვის.

✅ ვინ არის პიროვნება და როგორ უნდა გამოიმუშავოს მან პიროვნული განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. რა არის ემოციური ინტელექტი, როგორ უნდა გაერკვე საკუთარ ემოციებში და აკონტროლოს ის? როგორ ამოიცნოს სხვისი ემოცია, შეძლოს სტრესთან გამკლავება, კონფლიქტების მართვა, სწორი კომუნიკაცია.

🔰კურსის ფარგლებში შეხვედრები დაეთმობა ისეთ საკითხებს როგორებიცაა:

პიროვნების ფსიქოლოგია;
პიროვნების ფსიქოსოციალური, ემოციური, კოგნიტური განვითარების ეტაპები და კრიზისები.
რა არის კომპლექსი და როგორ ვმართოთ ის;
განწყობა, მისი მნიშვნელობა ქცევის ფორმირებაში;
თვითაღქმა, თვითშეფასება; საკუთარი თავის, როგორც შემძლე სუბიექტის აღქმა;
იდენტობა, როგორც ემოციების მართვის წინაპირობა;
ემოციები და მათი მნიშვნელობა;
ემოციური თვითცნობიერება;
ემოციების მართვა;
ნეგატიურად განცდადი ემოციების მართვა – შიშისა და ბრაზის მართვა;
პოზიტიური აზროვნების სტილის ხელშეწყობა;
სხვა ადამიანის ემოციების და გრძნობების წვდობა;
კომუნიკაციის არავერბალურ ნიშანთა წვდომა, როგორც ემოციის გამოხატვის/ამოცნობის ერთ-ერთი საშუალება;
მოსმენა, ყურადღების კონცენტრაცია;
ემპათია;
ასერტიულობა, როგორც უარის თქმის, საკუთარი უსიამოვნო დამოკიდებულების გამოხატვის, არასასურველი ქცევის არიდების ეფექტიანი ქცევის ტიპი.

კურსის მიზანი:

კურსი მიზნად ისახავს ცვლილებას ცოდნის, დამოკიდებულებისა და უნარების მიმართულებით: მონაწილეებმა მიიღონ/გაიღრმავონ  თემასთან დაკავშირებული ფსიქოგანათლება,  იმუშაონ თვითგანვითარების და ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის დამხმარე დამოკიდებულებებზე, განივითარონ პიროვნული ზრდისა და ემციური ინტელექტის განვითრებისთვის საჭირო უნარები.

კურსის ფორმატი:

შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული,  საკუთარ უნარებსა და მახასიათებლების გარკვევაში დამხმარე ინსტრუმენტებით და თეორიული ინფორმაციით.

კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულაციას უწყობს ხელს.

📜 კურსის ბოლოს მოზარდები მიიღებენ სერტიფიკატს.

🕗 კურსი დაიწყება 19 ივნისს და დასრულდება 21 ივლისს. შეხვედრები გაიმართება კვირაში სამჯერ, სამუშაო დღეებში.

⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1სთ და 45 წთ (7-8 წლის მოზარდებისთვის, 1 საათი და 30 წუთი).

🔖 კურსის საფასური – 590 ლარი (ჯამში, 15 შეხვედრა).

🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

📌 მისამართი: თ. იოსებიძის 57.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია