„ფროიდი“ - რეზო კორინთელის საავტორო კურსი

 

იწყება რეგისტრაცია რეზო კორინთელის საავტორო კურსზე – „ფროიდი“

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატში ZOOM-ის მეშვეობით

👉 კურსის ფარგლებში განხილული იქნება ზიგმუნდ ფროიდის თეორიები, ჰიპოთეზები, ნაშრომები. ლექციები შეეხება ფროიდის ბიოგრაფიას, მისი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებს,  ფსიქოანალიზის მეთოდს და მის ძირითად პრინციპებს, კერძოდ,  ფსიქოანალიზის 5 ჰიპოთეზას  (დინამიკური, ტოპოგრაფიული, გენეტიკური, სტრუქტურული,  ეკონომიკური), აგრეთვე, თავისუფალი ასოციაციების მეთოდს და სხვა ფსიქოანალიტიკურ ტექნიკებს და დაცვით მექანიზმებს, ნევროზსა და დეპრესიას; ნევროზის ფორმებს, ნევროზისა და ფსიქოზის თეორიას კლასიკური ფსიქოანალიზის ჭრილში. დაწვრილებით განიხილება დეპრესიის მიზეზები, ფორმები, სტადიები, დეპრესიული პიროვნების პროფილი, ფსიქოთერაპიული ზემოქმედების პრინციპები და ეტაპები.

👇 კურსის ფარგლებში გაიმართება 7 შეხვედრა:

▪ ფროიდის პიროვნება. ბიოგრაფიული მონახაზი – მნიშვნელოვანი ნიუანსები
▪ ფროიდის ფსიქოანალიზის ჰიპოთეზები
▪ ფროიდის თეორია სიზმრის შესახებ
▪ ფილოსოფიის, ლიტერატურის, რელიგიის და კულტურის შესახებ
▪ დოსტოევსკი და ლეონარდო
▪ ფსიქოპათოლოგიური თეორია
▪ ფსიქოანალიტიკური მეთოდი და შემთხვევები პაციენტების ისტორია

📅 კურსი დაიწყება 12 ნოემბერს. ლექციები გაიმართება ყოველ შაბათს 20:00 საათზე.

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

▶ კურსის ღირებულება – 385₾.
▶ მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება
▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება

💻  კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია