
🎯 ფილოსოფიის საფუძვლების 8 თვიან კურსზე რეგისტრაცია გრძელდება !
🌟კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფილოსოფია და ფილოსოფიის ისტორია, სურს ქრონოლოგიურად გაჰყვეს მისი განვითარების ეტაპებს, გაეცნოს ძირითად სკოლებსა და დოქტრინებს.
🍁 ფილოსოფიის საფუძვლების კურსი გააერთიანებს ყველა პროფესიის, ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მსმენელს, რომლებსაც შეეძლებათ არაფორმალურ გარემოში, მსჯელობისა და ინტერაქციის ფორმატით საინტერესო მომხსენებლებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
✨ კურსის ფარგლებში გაიმართება 31 შეხვედრა:
🎯 ფილოსოფია ანტიკურ ხანაში (11 შეხვედრა)
✨ ფილოსოფია ანტიკურ ხანაში – აღნიშნული მოდული მთლიანად ეთმობა ძველ ბერძნულ ფილოსოფიას. განხილულია ანტიკურობის უმთავრესი წარმომადგენლები და მიმდინარეობები. მოდული იწყება საწყისის ძიების პრობლემით და სწვდება პერიოდს ვიდრე ნეოპლატონიზმამდე.
▶ ძველი ბერძნული ფილოსოფიის აღმოცენება და არქეს (საწყისის) პრობლემა და წინასოკრატული ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
▶ელეატური ფილოსოფია – მიხეილ მირაშვილი
▶ძველი ბერძენი სოფისტები და ფილოსოფია – მიხეილ მირაშვილი
▶ პლატონის ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
▶ პლატონი და შანკარა – ზაზა შათირიშვილი
▶ არისტოტელეს ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
▶ ფილოსოფია ელინისტურ ხანაში – სტოიკოსები
– ლევან გიგინეიშვილი
▶ ფილოსოფია ელინისტურ ხანაში – ეპიკურელები
– ლევან გიგინეიშვილი
▶ ნეოპლატონიზმი – ლევან გიგინეიშვილი
▶ იოანე პეტრიწი და პლატონური ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
🎯 შუა საუკუნეებისა და რენესანსის ფილოსოფია (9 შეხვედრა)
✨ მოდული იწყება ქრისტიანული ფილოსოფიის საფუძვლების, პატრისტიკის განხილვით და მოიცავს პერიოდს რენესანსულ ფილოსოფიურ მიმდინარეობათა ჩამოყალიბებამდე (XVI საუკუნე).
▶ ქრისტიანული ფილოსოფია – დაჩი ფაჩულია
▶ ფილოსოფია ქრისტიანობის გარიჟრაჟზე – პატრისტიკა – ლევან გიგინეიშვილი
▶ არეოპაგიტული კორპუსი – ლევან გიგინეიშვილი
▶ შუა საუკუნეების ქრისტიანული ფილოსოფია – სქოლასტიკა. – ლევან გიგინეიშვილი
▶ შუა საუკუნეების ისლამური და იუდეური ფილოსოფია – ზურაბ კიკნაძე
▶ რენესანსის ფილოსოფია – ანა ქირია
▶ კაბალისტური მისტიციზმი – ზურაბ კიკნაძე
▶ ინგლისური ემპირიზმი – ლევან გიგინეიშვილი
▶ კონტინენტური რაციონალიზმი – ლევან გიგინეიშვილი
🎯 ახალი დროის ფილოსოფია (11 შეხვედრა)
✨ მოცემულ ბლოკში გაერთიანებულია ახალი დროის ფილოსოფიაში არსებული მიმდინარეობები. ლექციები დაიწყება გერმანული იდეალიზმის განხილვით და მოჰყვება პერიოდს უშუალოდ თანამედროვე ფილოსოფიურ სკოლებამდე.
▶ იმანუელ კანტის ფილოსოფიური სისტემა – ლევან გიგინეიშვილი
▶ ფილოსოფია კანტის შემდგომ – დავით გალაშვილი
▶ გ. ვ. ფ. ჰეგელის ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
▶ გერმანული კლასიკური იდეალიზმის დასასრული და სისტემის კრიტიკა – დაჩი ფაჩულია
▶ კარლ მარქსის ფილოსოფიური შეხედულებები – ლევან გიგინეიშვილი
▶ XIX-XX საუკუნის ფილოსოფიის სათავეებთან – გია ბარამიძე
▶ ფენომენოლოგია – დაჩი ფაჩულია
▶ ეგზისტენციალიზმი – ლევან გიგინეიშვილი
▶ ქართული ფილოსოფიური აზრი – გია ბარამიძე
▶ ფილოსოფია დღეს – გია ბარამიძე
🎯 შეხვედრებს წარმართავენ:
✔ ფილოსოფოსი და ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი (წაიკითხავს 19 ლექციას)
✔ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი
✔ ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე
✔ ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე
✔ ფილოსოფოსი დაჩი ფაჩულია
✔ ფილოსოფისი ანა ქირია
✔ ფილოსოფოსი დავით გალაშვილი
▶ კურსის ხანგრძლივობა – 8თვე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-დან 3 საათამდე
▶ კურსის ღირებულება – 1085ლ ; ორ ეტაპად გადახდის შემთხვევაში 620-620 ლარი.
▶ სტუდენტებისთვის (ბაკალავრი) – 975ლ ; ორ ეტაპად გადახდის შემთხვევაში 558-558 ლარი.
▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება
📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 123 696