Online საკვირაო სკოლა

იწყება რეგისტრაცია აზროვნების აკადემიის Online საკვირაო სკოლის ჯგუფებში 7-17 წლის მოზარდებისათვის !

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება ონლაინ ფორმატში, ZOOM-ის მეშვეობით.

✅ საკვირაო სკოლის პროგრამა აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას: მხატვრულ ლიტერატურასა და ფსიქოლოგიას.

📖 მხატვრული ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში ბავშვები ეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, მსჯელობენ ტექსტებზე და განიხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს.
✔ შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა, მოზარდის წიგნთან დაახლოება, ტექსტებთან საინტერესო, სახალისო, სიღრმისეული მიდგომის ჩამოყალიბება.
💡 ფსიქოლოგიის მიმართულება კომპლექსური კურსია მოზარდებისათვის, ფსიქოლოგთან ერთად ჯგუფი განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტ დამოკიდებულება…).
🔹 შეხვედრებს წარმართავენ აზროვნების აკადემიის პედაგოგები.
🔹 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის.  ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.

შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ. (კვირა დღეს)
⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1სთ და 45 წთ (7-8 ასაკისათვის, 1 საათი და 30 წუთი).

🔖 კურსის საფასური – თვე (4 შეხვედრა) – 160 ლარი.
🔖 სრული კურსის საფასური (38 შეხვედრა) – 1190 ლარი.
დედმამიშვილების შემთხვევაში მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  0322 15 15 40
რეგისტრაცია