30% ფასდაკლება - ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი თამაშები

Showing the single result

💠 30 პროცენტიანი ფასდაკლება, იმოქმედებს მათზე ვინც ეხლა შეიძენს კურსს.

🌟 აზროვნების აკადემია ახალ პროექტს 4 წლის ბავშვებისთვისაც იწყებს!

პროექტი სახალისო თამაშების საშუალებით ბავშვის პიროვნულ და ემოციურ ზრდას ემსახურება. პირველი შეხვედრა “ნატიფი მოტორიკის განმავითარებელ თამაშებს” დაეთმობა.

✨თამაში ბავშვის განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომლის საშუალებითაც ხდება როგორც საკუთარი თავის, ისე სამყაროს შემეცნება და აღქმა. პროცესი სასიამოვნო და სახალისოა, რაც თავის მხრივ, სურვილს და მოტივაციას აღვივებს, რომ ბავშვმა განმეორებით მიმართოს მას. სპონტანურ თამაშს მოსდევს მიზნობრივი თამაშები, რომელიც განსხვავებული უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

მოტორული უნარების განვითარება ბავშვს ეხმარება ისეთი აქტივობების სწორად შესრულებაში, როგორებიცაა:
✅ თვითმომსახურება (ჩაცმა/გახდა, თმის დავარცხნა, თასმების შეკვრა);
✅ ჰიგიენა (კბილების გახეხვა, ხელ-პირის დაბანა);
✅ თამაში (პაზლების, ლეგოს აწყობა, ხატვა, ძერწვა…);
✅ კვება (დანის/ჩანგლის/კოვზის ხმარება);
✅ სასკოლო მზაობა (კალმის, ფანქრის, მაკრატლის სწორად ჭერა, გაფერადება, გამოჭრა).

შეხვედრას გაუძღვება აზროვნების აკადემიის ბაღის დირექტორი – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე.

📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 045 644