მსოფლიო ლიტერატურის კურსი

Showing the single result

 

🌟 აზროვნების აკადემიაში მსოფლიო ლიტერატურის კურსზე რეგისტრაცია იწყება!

🍁 კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურა, ლიტერატურის ისტორია, სურს ქრონოლოგიურად გაჰყვეს მისი განვითარების ეტაპებს, მიმდინარეობებს, გაეცნოს მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეულ წიგნებსა და ავტორებს. კურსი გააერთიანებს ყველა პროფესიის, ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მსმენელს, რომლებსაც შეეძლებათ არაფორმალურ გარემოში, მსჯელობისა და ინტერაქციის ფორმატით საინტერესო მომხსენებლებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ტექსტი, ავტორი, ლიტერატურული სკოლები და მოვლენები.

✨ კურსის ფარგლებში გაიმართება 30 შეხვედრა:

ბერძნული ცივილიზაციის საწყისები – ჰომეროსი (ილიადა, ოდისეა)  – გიორგი კახიშვილი

▶ ჰესიოდე – გიორგი კახიშვილი

▶ ბერძნული ტრაგედია – სოფოკლე, ესქილე, ევრიპიდე – ლევან გიგინეიშვილი

▶ ბერძნული კომედია – არისტოფანე – გიორგი კახიშვილი

▶ რომაული ეპოსი – ვერგილიუსის ენეიდა – გიორგი კახიშვილი

▶  შუამდინარული ეპოსი – გილგამეშიანი – ზურაბ კიკნაძე

▶ შუასაუკუნეების საგმირო ეპოსი – ბეოვულფისა და იახსარის შედარებისათვის – პაატა ჩხეიძე

▶ წინარერენესანსული იტალიური ლიტერატურა – დანტეს “ღვთაებრივი კომედია – ლევან გიგინეიშვილი

▶ შუა საუკუნეების ქართული ეპოსი – ვეფხისტყაოსანი – ლევან გიგინეიშვილი

▶ ფრანგული სატირა – ფრანსუა რაბლე “გარგანტუა და პანტაგრუელი” – ილია გასვიანი

▶ სერვანტესის “დონ კიხოტი” – ლია ლორია

▶ შექსპირი – პაატა ჩხეიძე

▶ ინგლისური რომანტიზმი – ბაირონი – პაატა ჩხეიძე

▶ სპარსული კლასიკური ლიტერატურა – გიორგი ხულორდავა

▶ გოეთეს “ფაუსტი” – ლევან გიგინეიშვილი

▶ ფრანგული ლიტერატურული კლასიკა  – ნინო ქავთარაძე

▶ ამერიკული მოდერნიზმი – ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი – ზაალ ჩხეიძე

▶ ლათინო-ამერიკული ლიტერატურა და მაგიური რეალიზმი – მარკესი/ბორხესი/ კორტასარი/ლიოსა/ გიუნტერ გრასი – ზაალ ჩხეიძე

▶ მარსელ პრუსტის შემოქმედება – დალი იაშვილი

▶ თომას მანი – “ჯადოსნური მთა”  – ნინო ფირცხალავა

▶ ლევ ტოლსტოი – ცხოვრება და შემოქმედება – დაჩი ფაჩულია

▶ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედება  – გიორგი ხეოშვილი

▶ ბიტნიკები – გინსბერგი/ ბეროუზი/კერუაკი

▶ დისტოპია – ზამიატინი, ორუელი, ჰაქსლი – ირაკლი ლომოური

▶ ფრანგული პოსტმოდერნიზმი – კინიარი, მოდიანო, უელბეკი  – ნინო ქავთარაძე

▶ სამეცნიურო ფანტასტიკა – ბრედბერი/ აზიმოვი/ კლარკი – ირაკლი ლომოური

▶ ფენტეზი – კლაივ ლუისი/ ტოლკინი/ როულინგი  – ირაკლი ლომოური

▶ იაპონური ლიტერატურა – აკუტაგავა, ოე, კავაბატა, მურაკამი, კობო აბე, მიშიმა. – თათია მემარნიშვილი

📅 კურსი დაიწყება 5 ოქტომბერს

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს 20:00 საათზე
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

🔖 თანხის გადახდა შესაძლებელია ყოველთვიურად!

👉 თვე – 125₾; სრული კურსის საფასური – 885₾.

🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება

მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება

📌 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია