ლოგიკურ-მათემატიკური აზროვნების კურსი მოზარდებისთვის

Showing the single result

🎯 ლოგიკურ-მათემატიკური აზროვნება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის აუცილებელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უნარ-ჩვევები ყველა ეპოქის ადამიანისათვის საჭირო და გამოსადეგი იყო, 21-ე საუკუნის ადამიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

🔵გარკვეული უნარების განვითარება და მათი ჩვევაში გადასვლა ადრეული ასაკიდანვე უნდა იწყებოდეს ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ისეთი უნარ-ჩვევებისა, რაც მათემატიკასთან და ლოგიკასთანაა დაკავშირებული.

🔺სასკოლო მათემატიკა ძირითადად სტანდარტული ამოცანების ამოხსნაზეა ორიენტირებული და ბევრი ბავშვი ამ საგანს მოსაწყენადაც თვლის. აღნიშნული გაკვეთილები კი მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითარებს არასტანდარტულ, კრიტიკულ აზროვნებას, კიდევ უფრო შეაყვარებს მათემატიკას და მის მიმართ ინტერესსაც გაუღვივებს.

🔷 სახალისო ლოგიკური და მათემატიკური ამოცანების ამოხსნა ყველა მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი გახდება, რაც თავის მხრივ, მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას დაუდებს საფუძველს.

🔵 კურსი განუთვნილია 10-11წლის მოზარდებისთვის.

🎯 შეხვედრებს გაუძღვება მათემატიკოსი დავით წამალაშვილი

🔖კურსის ხანგრძლივობა – 3თვე
🔖თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 1:30 წუთი
🔖 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ.

🔹სრული კურსის საფასური – 315₾
🔹 ყოველთვიური საფასური – 125₾

📍 მისამართი: იოსებიძის 57
სხვა ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
📞 598 133 331

რეგისტრაცია