
📖 ლიტერატურული კლუბი მოზარდებისთვის მსოფლიო ლიტერატურული შედევრების განხილვისა და მხატვრული ანალიზის საბაზისო შეხვედრების ციკლია, რომლის ფარგლებშიც, მსმენელები წაიკითხავენ იმ უმთავრესი მხატვრული ტექსტების ნაწილს, რომელთა გარეშეც მსოფლიო ლიტერატურის არსებობა წარმოუდგენელია.
📚 ეპოქების, ჟანრებისა და მიმდინარეობების ანალიზის პარალელურად, მკითხველთა კლუბში გაწევრიანებული მოზარდები მხატვრული ტექსტის აგების უმთავრეს საფუძვლებსაც დაეუფლებიან.
🎯 შეხვედრებს წარმართავს მწერალი და კინოსცენარისტი გურამ მეგრელიშვილი.
⏳ თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 2სთ.
⏳ შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ.
🔖 კლუბის ყოველთვიური საფასური – 120₾
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ სხვა ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 13 18 93