საკვირაო სკოლა

Showing all 2 results

🎯 აზროვნების აკადემია უკვე მესამე სასწავლო წელია 5-17 წლის მოზარდებისთვის საკვირაო სკოლის სხვადასხვა პროგრამებს ანხორციელებს. შეხვედრები ტარდება თბილისის ორ ფილიალში და რეგიონებში – ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი.

🔰 პროექტი აერთიანებს რამდენიმე ძირითად მიმართულებას: ფსიქოლოგიას, მხატვრულ ლიტერატურას, არტ-პედაგოგიკას, ფილოსოფიას და ანალიტიკურ აზროვნებას. მიმართულებები მორგებულია ასაკობრივი კატეგორიების სპეციფიკას.

📚 📖 მხატვრული ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში ბავშვები ეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, მსჯელობენ ტექსტებზე და იხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს.

✅ პროგრამები თემატიკისა და მიდგომების თვალსაზრისით იცვლება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. კურსი დატვირთული იქნება ზღაპრებით, იგავებით, მითებით (შესაბამის ასაკში), კლასიკური თუ თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებებით, ასევე ფილოსოფიური ტექსტებითა და საკითხებით უფროს ასაკობრივ კატეგორიაში.

✅ შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა,
მოზარდის წიგნთან დაახლოება, ტექსტებთან საინტერესო, სახალისო, სიღრმისეული მიდგომის ჩამოყალიბება.

💡 ფსიქოლოგიის მიმართულება კომპლექსური კურსია მოზარდებისათვის, ფსიქოლოგთან ერთად ჯგუფი განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტ დამოკიდებულება…)
მეგობრულ, თავისუფალ გარემოში თანატოლები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ.

💡 არტ-პედაგოგიკის მიმართულება ითვალისწინებს ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების საკითხების ბავშვისათვის გასაგები, მარტივად აღსაქმელი მეთოდებით მიწოდებას, თამაშით სწავლებას.

📚 ფილოსოფიის და ანალიტიკური აზროვნების კურსი მოზარდებისათვის ორიენტირებულია ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.
ლოგიკური აზროვნებისა და საკუთარი აზრის სწორად არგუმენტაციის უნარი.
კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ფილოსოფოსთა ნააზრევს, მხატვრულ ტექსტებს, გაეცნობიან ფილმებს. იმსჯელებენ წამოჭრილ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც მათ ზოგად განათლებასა და მსოფლმხედველობას მნიშვნელოვნად გააფართოვებს.

🔰 ფილოსოფიის და ანალიტიკური აზროვნების შეხვედრებს გაუძღვება ფილოსოფოსი დაჩი ფაჩულია.

🔹 მოსწავლეებს აქვთ პერიოდული შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, ლიტერატორებთან, ფსიქოლოგებთან, საინტერესო ადამიანებთან ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან.

🔰 აზროვნების აკადემია არის ადგილი, სადაც მოსწავლეთათვის ცოდნის და გამოცდილების შეძენა მოსაწყენი და მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად სახალისო და საინტერესოა. ეს არის სივრცე აზრთა გაცვლა-გამოცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და ინტერაქციისათვის.

📅 მოზარდები ნაწილდებიან ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით:

✅ 7-8; 9-10; 10-11; 12-14; 15-17

📅 შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ შაბათს ან კვირას:

⏳შეხვედრის ხანგრძლივობა – 2სთ (5-6, 7-8 ასაკისათვის 1 საათი და 30 წუთი).
⏳სრული კურსის ხანგრძლივობა – 9თვე.
⏳ კურსი დაიწყება სექტემბრიდან.

💠 ერთიანი გადახდის შემთხვევაში – 985₾ (აქციის პირობებით – 685₾)
▪ დედმამიშვილებისთვის – 885₾ (აქციის პირობებით – 625₾)

▶ ყოველთვიურად გადახდისას – 145₾ (აქციის პირობებით 100₾ შეგიძლიათ შეიძინოთ რამდენი თქვეც გსურთ)
▪ დედმამიშვილებისთვის – 130₾ (აქციის პირობებით – 95₾)

💠 რუსთავის საკვირაო სკოლაში ერთიანად გადახდის შემთხვევაში – 865₾ (აქციით – 605₾)
▪ დედმამიშვილებისთვის – 775₾ (აქციით – 545₾)

▶ ყოველთვიურად გადახდისას – 125₾ (აქციის პირობებით 85₾. შეგიძლიათ შეიძინოთ რამდენი თქვეც გსურთ)
▪ დედმამიშვილებისთვის – 115₾ (აქციის პირობებით – 75₾)

🔖 ასევე მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება.

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 🔸 555 19 13 63

რეგისტრაცია