ლათინური ენა აზროვნების აკადემიაში - ზრდასრულებისთვის

 

🌟 აზროვნების აკადემია გთავაზობთ ლათინური ენის შემსწავლელ კურსს.

საქართველოში ლათინური ენა ისწავლება თბილისის ორ სკოლასა და სხვადასხვა უნივერსიტეტებში. აზროვნების აკადემია საშუალებას აძლევს მსურველებს ისწავლონ ეს ანტიკური ენა ამ ინსტიტუციებს გარეთ, თავისუფალ და კომფორტულ გარემოში.

📖 ლათინური ერთ-ერთი უძველესი ინდოევროპული ენაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საერთაშორისო ენის ფუნქციას ასრულებდა. მსოფლიო ლიტერატურული, სამეცნიერო, ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ტექსტების უდიდესი ნაწილი შესრულებულია სწორედ ლათინურად და ამ ტექსტების გარკვეული ნაწილის ინგლისური თარგმანიც კი არ მოიპოვება. ლათინურის ცოდნა სწორედ ასეთი დიდი ისტორიული მნიშვნელობის გამო პრესტიჟულად ითვლება მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში, ნებისმიერ სპეციალობაზე, განსაკუთრებით, თუკი საქმე ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ეხება. ამიტომ, ლათინურის მცოდნე სტუდენტს, ეს ცოდნა იმთავითვე უპირატესობასა და პრიორიტეტს ანიჭებს აკადემიურ სივრცეში. ლათინურ ენას „ენათა კარიბჭეს“ უწოდებდნენ რამდენიმე მიზეზის გამო: ამ ინდოევროპული ენიდან აღმოცენდნენ ისეთი ენები, როგორებიცაა: რუმინული, პორტუგალიური, ესპანური, ფრანგული და იტალიური. სოციოკულტურული და რელიგიური კავშირების შედეგად ლათინურმა დიდი გავლენა იქონია ინგლისური ენის ლექსიკაზეც. ამავდროულად, ლათინური ენის გრამატიკის დაუფლებით შესაძლებელი ხდება სხვა ენათა გრამატიკის უფრო მარტივად შესწავლა. ლათინური ენის გრამატიკით დაწყება მიზანშეწონილია, რადგან გრამატიკული ტერმინოლოგიის დიდი ნაწილი, რომელსაც დღეს ვიყენებთ შეიქმნა სწორედ რომაელი გრამატიკოსების მიერ ლათინურთან მიმართებაში. ლათინურის შესწავლის მიზეზად საკმარისია თავად ამ ენის სილამაზის აღქმა, ყველა სხვა მიზეზი მეორეულია.

📖 აზროვნების აკადემიაში სწავლება განხორციელდება ენის სწავლების ე. წ. ბუნებრივი მეთოდით. შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები, პედაგოგის მითითებებითა და დახმარებით ისაუბრებენ მხოლოდ ლათინურად. სახელმძღვანელოდ გამოვიყენებთ დანიელი კლასიკოსის ჰანს ორბერგის წიგნს, სახელად: Lingua Latina per se illustrata. აღნიშნული სახელმძღვანელოს სპეციფიკა გათვლილია სწორედ ბუნებრივი მეთოდით სწავლებისთვის. მონაწილეები ლათინურ ენასა და ბერძნულ-რომაულ კულტურას შეისწავლიან ლათინურად, სხვა ენის გამოყენების გარეშე. ბუნებრივი მეთოდით ენის სწავლება აქცენტს აკეთებს ენის ბუნებრივად ათვისებაზე, რისთვისაც ამოსავალ კომპონენტებად მიიჩნევა მოსმენა და საუბარი. ენის ბუნებრივად ათვისება გულისხმობს ყურადღების გამახვილებას უფრო მეტად ლათინურად საუბარზე, ვიდრე გრამატიკული ტერმინოლოგიის ათვისებაზე. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლე დაეუფლება ლათინურ ენას, ისევე, როგორც ყველა ადამიანი ეუფლება მშობლიურ ენას, გრამატიკული ტერმინოლოგიისა და დეტალების ზედმიწევნითი ცოდნის გარეშე. მოსწავლეს შეეძლება ლათინურად საუბარი, სხვადასხვა სირთულის წინადადებების შედგენა და ტექსტის დამოუკიდებლად გაგება. კურსდამთავრებულს შეეძლება დამოუკიდებლად წაიკითხოს ლათინური ტექსტები და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უპრობლემოდ მიიღოს მონაწილეობა ლათინურენოვანი ავტორის კურსებზე და სურვილის შემთხვევაში დაუბრკოლებლად აითვისოს ლათინური გრამატიკა იმ საუნივერსიტეტო კურსზე, სადაც აქცენტი გრამატიკის შესწავლაზე გაკეთდება.

📅 კურსი დაიწყება 4 ოქტომბერს. შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს; მოზარდების ჯგუფი – 18:00 სთ; ზრდასრულების ჯგუფი – 20:00 სთ.
⌛ კურსის ხანგრძლივობა: 20 თვე.

▶ სრულის კურსის საფასური: მოსწავლე – 1530 ლარი (ყოველთვიური 85 ლარი).
▶ სტუდენტი – 1800 ლარი (ყოველთვიური 100 ლარი)
▶ ზრდასრულებისათვის – 2250 ლარი (ყოველთვიური 125 ლარი)

სახელმძღვანელო: Hans Ørberg, Lingua Latina per se Illustrata, Pars I: Familia Romana 2010
Hans Ørberg, Exercitia Latina I: Exercises for Familia Romana (Lingua Latina), 1996

👉 მონაწილეთა რაოდენობა – ჯგუფში – მაქს. 15 ადამიანი.

ასაკობრივი ჯგუფები –
1) 12-17 წლის მოზარდებისთვის.
2) 18 წლის ზემოთ ზრდასრულთათვის.

პედაგოგი: დაჩი ფაჩულია – ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მაგისტრი, ფილოსოფოსი, ფილოლოგი, ასწავლის ლათინურ ენას საქართველოს უნივერსიტეტის კერძო სკოლასა (UG School) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

რეგისტრაცია