„კრიზისის მენეჯმენტი“ Online კურსი აზროვნების აკადემიაში

Showing the single result

🎯 კრიზისული მდგომარეობა მნიშვნელოვანი და გარდამტეხია როგორც პიროვნებისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის.
 
♟ პიროვნული თუ ბიზნეს-წარმატება, ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ, რა გზით, რა იდეით შეძლებ კრიზისის გადალახვას, ფსიქოლოგიურ ადაპტაციას, კრიზისული სიტუაციის განმუხტვასა და ცვლილებების მართვას.
 
🎲 კრიზისის მართვას, გარდა იმ ცოდნისა რომ “გადასალახია”, სჭირდება შესაბამისი ადაპტაციური უნარები და სტრატეგიულად სწორად მოქმედება.
 
✅ აზროვნების აკადემია გთავაზობთ „კრიზისის მენეჯმენტის“ 6 შეხვედრიან Online კურსს.
 
▶ რა არის კრიზისი?
▶ რა რეალობის წინაშე ვართ დღეს?
▶ როგორ ვაქციოთ კრიზისი შესაძლებლობად?
▶ რა გამოწვევა აქვს ბრენდს?
▶ როგორ ვადაპტირდეთ პიროვნულად და როგორ გადავაწყოთ ბიზნესი ახალ რეალობაზე?
▶ როგორ ვმართოთ და შევინარჩუნოთ გუნდურობა Online?
 
 
✅ კურსის ფარგლებში ასევე საუბარი იქნება კრიზისის ფსიქოლოგიურ, კულტურულ, სოციალურ ასპექტებზე, სიახლეების მიმართვის ტექნიკებზე, ცვლილებებთან ადაპტაციის საბაზისო უნარებზე, გუნდის, გუნდის წევრის, ლიდერის როლსა და მნიშვნელობაზე კრიზისულ ვითარებაში.
 
🔰 შეხვედრებს წარმართავენ:
♯ 15 მაისი – ზურა მხეიძე – „კრიზისი და ფსიქოლოგიური ადაპტაცია“
♯ 19 მაისი – პაატა პაპავა – „გუნდი, კულტურა და კრიზისი“
♯ 22 მაისი – ანდრო დგებუაძე – „კრიზისის ფილოსოფია“
♯ 26 მაისი – ალექსანდრე ჯეჯელავა – „ადამიანი ორგანიზაციისთვის, თუ ორგანიზაცია ადამიანისთვის? რა უნდა ვისწავლოთ კრიზისიდან?!”
♯ 29 მაისი – თორნიკე გურული – „ცვლილებების მართვა“
♯ 2 ივნისი – ალექსი ჩიქოვანი – „ბრენდინგი და გლობალური კრიზისი“
 
▶ შეხვედრების ფორმატი:
სამშაბათს და პარასკევს, 20:30სთ-ზე სპეციალურად ამ კურსისთვის შექმნილ ჯგუფში დაიდება წინასწარ მომზადებული ლექცია, დასრულების შემდეგ კი პროგრამა ZOOM-ის მეშვეობით კითხვა-პასუხის პორმატში გაგრძელდება შეხვედრა.
 
 
📅 კურსის შედგება 6 შეხვედრისგან.
🕤 შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ – სამშაბათს და პარასკევს 20:30სთ-ზე.
⏳ ერთი შეხვდრის ხანგრძლივობა – 2-სთ-დან – 2:30სთ-მდე.
🔖 კურსის საფასური – 485₾.
🔖 მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის (ბაკალავრი) – 345₾.
📝 კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
 
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595045644
 
🙏 მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ <3
რეგისტრაცია