
აზროვნების აკადემია გთავაზობთ ორ დღიან ტრენინგს ქ.ბათუმში – „კომუნიკაციის ტექნიკები მენეჯმენტში“
კურსს გაუძღვება ფსიქოლოგი ზურა მხეიძე
რა არის მართვა – ეს არის სისტემა სადაც კოორდინირებულია მოქმედებები, რომელიც ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას ემსახურება.
ვის ვმართავთ – ეს არის ადამიანები, რომელთაც გარდა პროფესიული ცოდნის და უნარ ჩვევების, თავიანთი პიროვნულ- ფსიქოლოგიური ინდივიდუალიზმით განსხვავებულები არიან და მათ უწევთ ერთ ორგანიზაციაში, როგორც სამსახურეობრივი, ასევე პიროვნული ურთიერთობები და და ამ ურთიერთობის ეფექტურობაზე დიდწილადაა დამოკიდებული ორგანიზაციის მუშაობა.
როგორ ვმართავთ – მართვისთვის აუცილებელია ვერკვეოდეთ ადამიანის ფსიქოლოგიაში, როგორც ზოგადად ადამიანის ფსიქოლოგიური სისტემის შესაძლებლობებში, ასევე მოტივაციებსა და მამოტივირებელ ინსტრუმენტებში.
რა არის კომუნიკაცია? რა ხილული და უხილავი პროცესები მიმდინარეობს კომუნიკაციის დროს? კომუნიკაცია როგორც ვერბალური და არავერბალური შეტყობინების გაცვლის მექანიზმი.
შეხვედრების ფარგლებში განიხილება ურთიერთობების ფორმები, რომლებიც ასახავენ საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ადამიანთა გამოცდილებას, უზრუნველყოფენ ასევე სოციალური გამოცდილების დაგროვებასა და გადაცემას. ურთიერთობის რა ფორმები არსებობს და რა ფსიქო-ემოციური ცვლილებები ხდება ამ დროს.
ამ საკითხებს პასუხი ზურა მხეიძის ტრენინგის მსვლელობისას გაეცემა.
ტრენინგის ხანგრძლივობა – 2 შეხვედრა. შეხვედრები გაიმართება შაბათს, 20 მაისს – 18:00 საათზე, კვირას, 21 მაისს – 11:00 საათზე.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2.5-3 საათი
ტრენინგის ღირებულება – 400₾
მისამართი: ქ, ბათუმი, სასტუმრო ჰილტონ ბათუმი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40