
👩🎨👨🎨 ხელოვნების ისტორიის 5 თვიან კურსზე მიღება გრძელდება !
🗣 კურსს უძღვება მხატვარი გია ბუღაძე
🎨 ეპოქათა მსვლელობის კვალად ხელოვნების ისტორიულ ჭრილში შესწავლა და შემეცნება
საშუალებას გვაძლევს გავაფართოვოთ ჩვენი წარმოდგენები ჩვენსავე არსებობისა და ეგზისტენციური დანიშნულების შესახებ;
✔ ჩავწვდეთ ეპოქის სულის ტრანსფორმაციის რთულ, მაგრამ შემეცნებად პროცესებს, მოვახდინოთ რეფლექსია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ ადამიანის გონების, ნების და გრძნობების სამყაროული უნიკალურობის და
მისი, როგორც მიკროსამყაროს არსებობის, გამართლების აუცილებელი საჭიროების შსახებ.
👉 ლექციების ეს ციკლი ე.წ. ანთროპოდიცეის (ადამიანის გამართლების) ერთგვარი მცდელობაა მსოფლიო კულტურათა პროცესების თუნდაც ფრაგმენტული შესწავლის საშუალებით.
კურსი მოიცავს შემდეგ თემებს 👇
🔸 კულტურა/ცივილიზაცია ეპოქების ისტორიული მსვლელობის თვალსაზრისით;
🔹ადამიანი – თვითგამომხატველი, თვითრეალიზებით შემმეცნებელი არსება და მისი
შმოქმედებითი აქტივობის ძირითადი იმპულსები;
🔸 ადამიანის საცხოვრისი, როგორც საარსებო, საყოფაცხოვრებო და საკულტო ობიექტი
ისტორიულ განასერში;
🔹 ადამიანის გამოსახულება. სხეული და მისი ტრანსფორმაციები;
🔸 ადამიანის სახე – პორტრეტი და მისი საკულტო, საზოგადოებრივ-სოციალური
ტრანსფორმაციები;
🔹 ადამიანი და სამყარო. ადამიანი და ლანდშაფტი, გარემო. პეიზაჟის ჟანრი და მისი
სახეობები;
🔸 ადამიანი და მითოლოგიური სახეები. მითის ტრანსფორმაციები;
🔹 ადამიანი და რელიგია. ძირითადი იკონოგრაფიული სახეები;
🔸 ადამიანის ტარნსფორმაცია და ამის ანარეკლი სხვადასხვა ეპოქის სტილში;
🔹 ეპოქების დახასიათება. შუამდინარეთის ხელოვნება;
🔸 ეგვიპტური ხელოვნება;
🔹 აღმოსავლური ხელოვნება – ინდოეთი, ინდონეზია (ინდუიზმი და ბუდიზმი);
🔸 ანტიკური ხელოვნება. ანტიკური საბერძნეთი. არქაიკა, კლასიკა, ელინიზმი;
🔹 რომის ხელოვნება. გარდამავალი პერიოდები;
🔸 შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ხელოვნება. რომანული და გოთიკური
ხელოვნება;
🔹 ჯოტო და რენესანსი;
🔸 მაღალი რენესანსი. მიქელანჯელო, ლეონარდო, რაფაელი. მანიერიზმი;
🔹 ნიდერლანდური და ჩრდილოეთ ევროპის ხელოვნება. იან ვან ეიკი, როგირ ვან დერ
ვეიდენი, იერონიმუს ბოში;
🔸 ბაროკოს ხელოვნება. რუბენსი, კარავაჯო, რემბრანდტი, ველასკესი და სხვ.;
🔹 მოდერნული ცნობიერება. ახალი გარღვევები, ახალი პარადიგმები.
📅 კურსის ხანგრძლივობა – 5 თვე (20შეხვედრა)
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-დან 3 საათამდე
🔖 სრული კურსის საფასური – 685 ლარი
სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატი) – 615 ლარი
🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება
👥 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 123 696