
✅ აზროვნების აკადემია წარმოგიდგენთ გია ბუღაძის კურსს – „ხელოვნების ისტორია“
✔ ეპოქათა მსვლელობის კვალად ხელოვნების ისტორიულ ჭრილში შესწავლა და შემეცნება საშუალებას გვაძლევს გავაფართოვოთ ჩვენი წარმოდგენები ჩვენსავე არსებობისა და ეგზისტენციური დანიშნულების შესახებ;
✔ ჩავწვდეთ ეპოქის სულის ტრანსფორმაციის რთულ, მაგრამ შემეცნებად პროცესებს, მოვახდინოთ რეფლექსია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ ადამიანის გონების, ნების და გრძნობების სამყაროული უნიკალურობის და
მისი, როგორც მიკროსამყაროს არსებობის, გამართლების აუცილებელი საჭიროების შესახებ.
✨ კურსის ფარგლებში გაიმართება 20 შეხვედრა:
▶ კულტურა/ცივილიზაცია ეპოქების ისტორიული მსვლელობის თვალსაზრისით
▶ ადამიანი – თვითგამომხატველი, თვითრეალიზებით შემმეცნებელი არსება და მისი შმოქმედებითი აქტივობის ძირითადი იმპულსები
▶ ადამიანის საცხოვრისი, როგორც საარსებო, საყოფაცხოვრებო და საკულტო ობიექტი ისტორიულ განასერში
▶ ადამიანის გამოსახულება. სხეული და მისი ტრანსფორმაციები
▶ ადამიანის სახე – პორტრეტი და მისი საკულტო, საზოგადოებრივ-სოციალური ტრანსფორმაციები
▶ ადამიანი და სამყარო. ადამიანი და ლანდშაფტი, გარემო. პეიზაჟის ჟანრი და მისი სახეობები
▶ ადამიანი და მითოლოგიური სახეები. მითის ტრანსფორმაციები
▶ ადამიანი და რელიგია. ძირითადი იკონოგრაფიული სახეები
▶ ადამიანის ტარნსფორმაცია და ამის ანარეკლი სხვადასხვა ეპოქის სტილში
▶ ეპოქების დახასიათება, შუამდინარეთის ხელოვნება
▶ ეგვიპტური ხელოვნება
▶ აღმოსავლური ხელოვნება – ინდოეთი, ინდონეზია (ინდუიზმი და ბუდიზმი);
▶ ანტიკური ხელოვნება. ანტიკური საბერძნეთი. არქაიკა, კლასიკა, ელინიზმი
▶ რომის ხელოვნება. გარდამავალი პერიოდები
▶ შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ხელოვნება. რომანული და გოთიკური ხელოვნება
▶ ჯოტო და რენესანსი
▶ მაღალი რენესანსი. მიქელანჯელო, ლეონარდო, რაფაელი. მანიერიზმი
▶ ნიდერლანდური და ჩრდილოეთ ევროპის ხელოვნება. იან ვან ეიკი, როგირ ვან დერ ვეიდენი, იერონიმუს ბოში
▶ ბაროკოს ხელოვნება. რუბენსი, კარავაჯო, რემბრანდტი, ველასკესი და სხვა
▶ მოდერნული ცნობიერება. ახალი გარღვევები, ახალი პარადიგმები
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📅 კურსი დაიწყება 17 ოქტომბერს
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ორშაბათს 20:00 საათზე
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით
🔖 კურსის საფასური – 625₾
🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება
მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება
📌 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40