„იურიდიული ფსიქოლოგია“ - საავტორო სასერტიფიკატო კურსი

✅ აზროვნების აკადემია გთავაზობთ ფსიქოლოგ, იურისტ ვახტანგ ნადარეიშვილის საავტორო, სასერტიფიკატო კურსს – „იურიდიული ფსიქოლოგია (ნორმატიული და დევიაციური ქცევის საფუძვლები)

👇 პროგრამის მიზნები:

▪ ფსიქოლოგიისა და სამართალმცოდნეობის ზოგადი საფუძვლების (კონცეფციები, მეთოდოლოგია, ძირითადი ცნებების განმარტებები, სპეციალური ლექსიკა) დაუფლება ნორმატიული და დევიაციური ქცევის ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტების კომპლექსური გააზრებისთვის აუცილებელი მოცულობით.
▪ ცოდნის მიღება პრაქტიკულ-გამოყენებითი მიმართულებების სფეროში (სამართლის ფსიქოლოგია, კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია, პენიტენციარული და კორექციული ფსიქოლოგია, სასამართლო ფსიქოლოგია, განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია, საკანონმდებლო ფსიქოლოგია).
▪ სოციალურ-სამართლებრივი მეცნიერებების რესურსის კომპლექსური გამოყენების პროდუქტიულობის დემონსტრირება სოციალური სისტემის ფორმალური და არაფორმალური (სოციალური კაპიტალი) ნორმატიული რეგულაციის, სოციალური კონტროლის, სოციალიზაციისა და რესოციალიზაციის, სამართლებრივი კულტურის (მართლშეგნება და სამართლებრივი აქტივობა) ამაღლების, დევიაციისა და დანაშაულის სუბიექტისა და სუბიექტური მხარის კვლევის, სამართლის ქმედითობის და სოციალური სანქციების ეფექტურობის, კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურ-პოლიტიკური სისტემის უსაფრთხოების, სტაბილობისა და პროგრესის ხელშეწყობის სფეროში.

👇 კურსი განკუთვნილია:
▪ იურისტები, ფსიქოლოგები, სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლები;
▪ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები;
▪ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები;
▪ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტაბილობისა და მდგრადი განვითარების სფეროში მომუშავენი;
▪ ფსიქოლოგიისა და სამართალმცოდნეობის თეორიული და გამოყენებითი თემატიკით დაინტერესებული მკვლევარები და პრაქტიკოსები;
▪ მენეჯმენტის და ორგანიზაციული განვითარების სფეროში მომუშავენი.

👇 კურსის თემატიკა:
1. ფსიქოლოგიის საფუძვლები (ძირითადი კატეგორიები, ფსიქოლოგიის თეორიული სისტემები, ქცევის ძირითადი თეორიები);
2. სამართალმცოდნეობის საფუძვლები (სოციალური ნორმების, დევიაციისა და დანაშაულის რაობა, ფუნქციები, სტრუქტურა). ნორმის ქმედითობისა და სანქციის ეფექტურობის პირობები;
3. იურიდიული ფსიქოლოგიის სისტემა (სამართლის ფსიქოლოგია; კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია; სასამართლო ფსიქოლოგია; პენიტენციარული/კორექციული/რეაბილიტაციური ფსიქოლოგია; საკანონმდებლო ფსიქოლოგია);
4. სოციალიზაციის პროცესი. პიროვნების ფორმირება. არასრულწლოვანთა და ახალგაზრდათა დევიაციის პრობლემატიკა;
5. ქცევის არაცნობიერი და ცნობიერი რეგულაცია. იმპულსური და ნებელობითი ქცევის მიმართება პასუხისმგებლობასთან, განზრახ და გაუფრთხილებლობით დანაშაულთან;
6. დევიაციური და დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური შემადგენლობა/დანაშაულის სუბიექტური მხარე (მოტივი, ემოცია, მიზანი. ბრალის კატეგორია);
7. დევიაციისა და დანაშულის გამომწვევი და შემაკავებელი მიზეზების ამხსნელი თეორიები (ანომიის, დაძაბულობის, ეტიკეტირების, სუბკულტურების, სოციალური დეზორგანიზაციის, სოციალური კონტროლის);
8. სამართლებრივი კულტურის (მართლშეგნება/მართლცნობიერება და სამართლებრივი აქტივობა) სოციალ–ფსიქოლოგიური და იურიდიული ასპექტები. დანაშაულის პრევენცია სოციალურ სისტემაში (პოზიტიური პასუხისმგებლობა).

👇 სასწავლო მეთოდოლოგია:
▪ სწავლების პროცესი ინტერაქტიულია და გულისხმობს მონაწილეთა მუდმივი ჩართულობის შესაძლებლობას.
▪ მონაწილეების შეფასება მოხდება ფინალური გამოკითხვის საფუძველზე.
▪ მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
▪ მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით (ელექტრონული რესურსი).

კურსს გაუძღვება ფსიქოლოგი, იურისტი ვახტანგ ნადარეიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი, დოქტორი; იურიდიული ფსიქოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიწვეული ლექტორი; ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) საერთაშორისო აფილირებული წევრი; ამერიკის ფსიქოლოგია-სამართლის საზოგადოების (AP-LS) წევრი; ევროპის ფსიქოლოგიისა და სამართლის ასოციაციის  (EAPL ) წევრი.

📅 კურსი დაიწყება 28 მარტს და შედგება 8 ლექციისგან.

📅 შეხვედრები გაიმართება სამშაბათობით 20:00 საათზე.

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

▶ კურსის ღირებულება – 800₾.
▶ მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება
▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

📍 მისამართი: იოსებიძის 57.

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია