HR მენეჯმენტი

✅ აზროვნების აკადემია გთავაზობთ HR მენეჯმენტის კურსს!

📌 კურსს გაუძღვება HR კონსულტანტი მედეა ტაბატაძე

✍️ ახალ რეალობაში კიდევ უფრო მნიშვენლოვანი გახდა ადამიანური რესურსის მართვა. თანამედროვე კომპანიების ძირითადი გამოწვევაა თანამშრომლების თანამშრომლების დაქირავება და შენარჩუნება. შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვა მენეჯერების მნიშვნელოვან და აუცილებელ კომპეტენციად იქცა. თანამედროვე პერიოდში, მენეჯერებმა და ლიდერებმა უნდა იცოდნენ თუ რა ქმნის დღეს ადამიანური რესურსის / ცოდნის სიმცირეს, რა უნდა შეცვალოთ შერჩევის, გუნდის მართვისა ურთიერთობის, ანაზღაურების, განვითარებისა და მოტივაციის მართვის მიმართლებით.

📌 კურსი განკუთვნილია მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის,

🌟 შეხვედრების განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ და განიხილონ სხვადასხვა, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმატებული გამოცდილებების შესახებ.

👇 განსახილველი თემები:

▶ ლიდერის ხედვა, ორგანიზაციული კულტურა და ხალხის მართვის კულტურა

▶ HR სტრატეგია, წესები და ბიუჯეტი, ად. რესურსის სტრატეგიული მართვის შედეგები ორგანიზაციისთივს

▶ HR ანალიტიკა და მონაცემების ანალიზის საჭიროება ახალ რეალობაში. HR მონაცემების ტიპები, ანალიტიკური და საინფორმაციო რეპორტები ადამიანური რესურსების მართვისა და უკუგების  შესაფასებლად;  HR მონაცემების შექმნა და ანალიზი ახალი რეალობის შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

▶ სამუშაოს დიზაინის გავლენა თანამშრომლების მოტივაციაზე, „საინტერსო სამუშაო“ ს სპეციფიკა და ორგანიზაციის გამოწვევები. „სამუშოს შექმნა“ თანამშრომლის მიერ მოტივაციისა და გუნდის შენარჩუნების მიზნით.

▶ რეკრუტინგი და შერჩევა- რეკრუტინგის თანამედროვე მეთოდების განხილვა. „ნულოვანი დაინტერესების“ გამოწვევის დაძლევა, გლობალური კონკრეუნციის გავლენის შეფასება და შესაძლო გადაწყვეტილებების განხილვა; ტექნოლოგიები რეკრუტინგსა და შერჩევაში; რეკრუტინგის თანამედროვე სირთულეები და უახლესი მეთოდების განხილვა

▶ გუნდის წევრის შერჩევა (2 შეხვედრა)- ტესტირებისა და შერჩევის ინტერვიუს მეთოდების განხილვა და მათი შესაძლო შედეგების ანალიზი;   კანდიდატის ფსქიოტიპისა და ღირებულებების შეფასების საჭიროება თანამედროვე სწრაფად ცვალებად გარემოში. ქცევითი ინტერვიუს სტრუქტურა და პროცესის მართვა; კანდიდატის მოტივაციის, ღირებულებებისა და უნარების შეფასება შერჩევის ინტერვიუს პროცესში;  მენეჯერის დილემა – „გამოცდილება თუ მოტივაცია“ განხილვა და რეკომენდაციები  გადაწყვეტილების მისაღებად

▶ ახალი თანამშრომლის ინტეგრაცია გუნდსა და ორგანიზაციაში, ახალი თანამშრომლის მოლოდინებისა და მისი შედეგების შეფასება გრძელვადიანი თანამშორომლობის მიზნით

▶ შეფასების უკუკავშირი და განვითრება (2 შეხვედრა)- შედეგების მართვისა და შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის  თანამედროვე გამოწვევები- ჰიბრიდული გუნდი, სწრაფად ცვალებადი სამუშოები და მონიტორინგის სიმცირე. შეფასების  თანამედროვე მოდელების განხილვა; უკუკავშირი შედეგებზე და მენეჯერის თანამედროვე როლი შედეგების შეფასებისას. ხშირი და პროაქტიული უკუკავშირის საჭიროება ახალ რეალობაში; უკუკავშირი თანამშრომლის მოლოდინებისა და დამოკიდებულებების გამოსარკვევად; უკუკავშირი უნარებისა და შედეგების გასაუმჯობესებლად; არადამაკმაყოფილებელ შედეგებზე უკუკავშირის სტრუქტურა; უკუკავშირი თანამშრომლის განვითარების მიზნით.

▶ ანაზღაურების კულტურა და სტრუქტურა- ახალი რეალობით შექმნილი გამოწვევების განხილვა; სახელფასო ანაზღაურების მართვა და სახელფასო ბაზრის კველვის საჭიროება; გუნდური და ორგანიზაციული წამხალისებლების თანამედროვე მოდელები; ახალი რეალობის განახლებული შეღავათები

▶ მოტივაცია და ჩართულობა- მოტივაციისა და ჩართულობის სირთულეები ახალ რეალობაში; თანამშრომლების მოლოდინების კვლევის საჭიროება; ფინანსური და არაფინანსური მოტივატორების ბალანსის მიღწევის შესაძლო გადაწყვეტილებები; არაფინანსური მოტივატორების გაზრდილი მნიშვნელობა თანამედროვე გარემოში და მენეჯერის შესაძლო გადაწყვეტილებების განხილვა  საინტერესო საქმის,  გუნდის შეკვრის, პოზიტიური კულტურისა და განვითარების მიმართულებით

▶ გუნდის შეკვრა – ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაციის საჭიროება ახალ რეალობაში; ინფორმაციის, გამოცდილების და გამოწვევების გუნდში გაზიარების საჭიროება; ფსიქოლოგიური უსაფრთხოებისა და ნდობის შექმნა გუნდში. გუნდურობის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების განხილვა; მენეჯერის როლი გუნდის წევრებს შორის თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების მიზნით; გუნდურობის ახალი გამოწვევა – მიკუთვნებულობა და ემოციური მხარდაჭერა კოლეგებისა და მენეჯერისგან.

📅  ტრენინგ-კურსი დაიწყება 29 მარტს და შედგება 12 შეხვდრისგან

📅 შეხვედრები გაიმართება ოთხშაბათობით 20:00 საათზე

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი

▶ კურსის ღირებულება – 1200₾
▶ მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

რეგისტრაცია