ჰიპნოზის ფსიქოლოგიის კურსი

🔮 გამოცხადდა მიღება აზროვნების აკადემიის ახალ კურსზე „ჰიპნოზის ფსიქოლოგია“ !

⫸ ჰიპნოზის საიდუმლო დღემდე არაა ბოლომდე ამოხსნილი, სწორედ ამიტომ მისადმი ინტერესი არასდროს კარგავს აქტუალობას. არსებობს კლინიკური ჰიპნოზი, რომელსაც ატარებენ თერაპიული შედეგის მისაღებად; და არსებობს ექსპერიმენტული ჰიპნოზი, რომელსაც ადამიანის ფსიქიკური ან ფსიქოფიზილოგიური მექანიზმების შესწავლისთვის გამოიყენებენ.

⫸ ჰიპნოზის საფუძველი ილუზიაა. ჰიპნოტურ ტრანსში მყოფს კაუზალობის ილუზია აქვს, ჰიპნოტიზიორის ნათქვამს საკუთარ ფიქრად განიცდის და მის სხეულს – თავისად. ეს არის იდენტიფიკაციის ფენომენი, რაც შეგონების აღსრულების საფუძველია (ადამიანს ეჩვენება, რომ საკუთარ ფიქრს ახორციელებს). ჰიპნოზი იმითაც საინტერესოა, რომ თვალსაჩინოს ხდის იდენტიფიკაციის მექანიზმებს. მსოფლმხედველობრივი მნიშვნელობის საკითხია ადამიანის იდენტიფიკაცია საკუთარ თავთან.

⫸ ჰიპნოზის მაგვარი ფენომენები გვაქვს ყველგან, სადაც ხდება ინფორმაციის უკრიტიკო, პასიური მიღება. ბავშვის აღზრდა შეუძლებელი იქნებოდა, მას ინფორმაციის უკრიტიკოდ მიღება რომ არ ახასიათებდეს. ინფორმაციის უკრიტიკოდ მიღება აზიარებს ადამიანს კულტურას, მათ შორის, კრიტიკული აზროვნების კულტურასაც. ინფორმაციის პასიურად მიღება უდევს საფუძვლად თავისუფლებიდან გაქცევას (ე.ფრომი). ამ პროცესების ფსიქოლოგიური მექანიზმები ჰიპნოზშია ფოკუსირებული, რითაც ის საინტერესო ზოგადფსიქოლოგიურ მოვლენად წარმოჩნდება.

🗣 კურსს უძღვება ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე

🔰 კურსის ფარგლებში შეხვედრები იმართება შემდეგ თემებზე:

👇 შესავალი ჰიპნოზის ფსიქოლოგიაში, ანუ ზოგადი ფსიქოლოგიური საფუძველბი
☉ ფსიქიკური ცხოვრების ციკლურობა – ძილი და სიფხიზლე
☉ „ნაწილობრივი ძილი“ სიფხიზლის მდგომარეობებში: მოთხოვნილება, ყურადღება, ფიგურა-ფონი, განწყობა, ქცევა, ემოცია და აფექტი

☉ „ნაწილობრივი სიფხიზლე“ ძილის მდგომარეობებში: სწრაფი და ნელი ძილი, „საგზაო ჰიპნოზი“, სომნამბულიზმი (მთვარეულობა)

☉ სენსორული ოპტიმუმი, სიჭარბე და დეპრივაცია – ძილი, ჰალუცინაციები, ფსიქიკის დაშლა

☉ ტრანსი და ცნობიერების სხვა შეცვლილი მდგომარეობები
☉ ძილ-ღვიძილის გააზრება კაცობრიობის ისტორიაში – ძილი, სიკვდილი, სულეთი, ღმერთები

☉ სულის მობრუნება იმქვეყნიდან შამანურ მედიცინაში – ჰიპნოზის პირველი გამოყენება

👇 ჰიპნოტური ტრანსის სახეები (ჰეტერო-აუტო) და თავისებურებები

☉ ძილი თუ სიფხიზლე?

☉ ახალი დროის ტექნიკები

☉ სტადიები

☉ სპონტანური ეფექტები: ანესთეზია, ამნეზია, იდენტიფიკაცია 

☉ ხელოვნური ეფექტები: ხელოვნურად გამოწვეული ანესთეზია, ამნეზია და იდენტიფიკაცია, ილუზიები, ჰალუცინაციები, სხეულებრივი ცვლილებები, უნარების განვითარება, მოქმედება და ა.შ.

☉ ექსპერიმენტული და თერაპიული ჰიპნოზი: გაუმტკივარება, დამწვრობა, ასაკობრივი რედუქცია, პოსტჰიპნოტური შთაგონება, რეინკარნაცია და ა.შ.

☉ ჰეტეროჰიპნოზის უკუჩვენებები და გართულებები

☉ ჰეტეროჰიპნოზი და შთაგონება (სუგესტია)

☉ ჰეტეროჰიპნოზი და ფსიქოთერაპია

☉ ჰიპნოტური ტრანსის თეორიები

👇 აუტოჰიპნოზი  

☉ ისტორიული ფორმები – შამანიზმი, იოგა, ციგუნი, ძენი

☉ თანამედროვე ფორმები: კუეს სისტემა, ჯეკობსონის სისტემა, შულცის სისტემა, სხვა სისტემები

☉ მედიტაცია და აუტოჰიპნოზი

☉ პასიური და აქტიური მედიტაცია

☉ აუტოჰიპნოზი, სტრესი და ჯანმრთელობა

☉ აუტოჰიპნოზის უკუჩვენებები და გართულებები

☉ აუტოჰიპნოზი და თვითშთაგონება – ნეგატიური და პოზიტიური ეფექტები 

☉ თვითშთაგონება და ფსიქოთერაპია

👇 ჰიპნოზი და ცხოვრება

☉მედიცინა – ფსიქოსომატური ცვლილებები, პლაცებო და ნოცებო ეფექტები, ფსიქოთერაპია

☉ აღზრდა – ოჯახი, მაღალი ღირებულებების ფორმირება, გარდამავალი ასაკი

☉ კომერცია – რეკლამა, მოლაპარაკებების ტექნიკა, მოთხოვნილებათა ფორმირება

☉ პოლიტიკა – ქარიზმატურლი ლიდერი, კონფორმიზმი, პროპაგანდა, ომი და მშვიდობა

☉ პიროვნება – ვინ ვარ მე? …

📅 კურსის ხანგრძლივობა – 12 შეხვედრა

⌛ თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი.

🕗 შეხვედრები გაიმართება სამშაბათობით  20:00 საათზე

🔖 სრული კურსის საფასური – 480 ლარი
🔖სტუდენტებისთვის (ბაკალავრი) – 432 ლარი
🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება

👥 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
მისამართი: თინა იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557123696

რეგისტრაცია